Предыдущая публикация
როდესაც ძალიან ცუდად ხარ
შენი არ ესმით ხედავ,
ნუ სტირი, წადი უამბე
შენს უსაყვარლეს დედას.
როდესაც გიჭირს, როდესაც გილხინს
დედა ამას გრძნობს, კიდევაც იცის,
მიდი, უამბე რაც შენ გადაგხდა
ეს ყველაფერი სითბოა მისთვის.
შეურაცყოფას ნუ მიაყენებ
გიყვირებს? ხოდა თავი დახარე,
თუ რამე გთხოვოს შენც შეუსრულე
და ამ ქცევებით მას გაახარებ.
ბევრჯერ რომ გცემოს, ბევრჯერ გაგლანძღოს
ნუ დარდობ, მაშინ დაგლოცავს ღმერთი,
მაგრამ სულ ყველამ დავიმახსოვროთ
ამქვეყნად დედა არს ერთადერთი.
დავიმახსოვროთ რომ მას ვუყვარვართ
როდესაც გვწყევლის ის გულით გვლოცავს,
რამე გამომრჩა? აა, მხოლოდ ერთი
დედის სითბო და სიკეთე რომ მწამს.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев