ეს საოცარი სასმელი აგავსებთ ენერგიით, შეგმატებთ ძალებს და საოცრად სიცოცხლისუნარიანს გაგხდით.
ინდოეთში თვლიან, რომ კურკუმა უნიკალური სანელებელია, რომელსაც ყველაზე ეფექტურად შეუძლია გაწმინდოს ორგანიზმი ტოქსინებისა და შლაკებისგან.
ცნობილია, რომ ეს სანელებელი საუკეთესო ბუნებრივი ანტიოქსიდანტია, რომელიც პირდაპირ და დადებითად მოქმედებს ღვიძლსა და ნაღვლის ბუშტზე – წმენდს მათ. ასევე აჩქარებს მეტაბოლიზმს, რაც წონის კორექციაში გვეხმარება.
როგორ მოვამზადოთ სამკურნალო სასმელი კურკუმასგან
ინგრედიენტები:
2 ჩ/კ დაფქული კურკუმა;
2 სმ ჯანჯაფილის ფესვი;
2 ჩ/კ თაფლი;
4 შავი პილპილის მარცვალი;
1 ლიმონი;
2 ჭიქა გაფილტრული წყალი, ცხელი (მაგრამ არა მდუღარე).
მომზადების წესი:
ჭურჭელში ერთმანეთში აურიეთ კურკუმა, თაფლი, გახეხილი ჯანჯაფილის ფესვი, წიწაკის მარცვლები და დააბლენდერეთ პასტის კონსისტენციის მიღებამდე.
მზა პასტა თანაბრად გადაანაწილეთ ჩაის ფინჯნებში, დაასხით ცხელი წყალი, დაუმატეთ ლიმონის ნაჭერი, მოურიეთ და თბილ-თბილი მიირთვით.
Мы используем cookie-файлы, чтобы улучшить сервисы для вас. Если ваш возраст менее 13 лет, настроить cookie-файлы должен ваш законный представитель. Больше информации
Комментарии 1