ნაწლავის ფუნქციონირება დიდ გავლენას ახდენს ზოგადად ჩვენს ჯანმრთელობაზე. ის საჭმლის გადამუშავების პროცესში იღებს მონაწილეობას და სწორედ აქ ხდება საკვებიდან საჭირო ნივთიერებების შეთვისება.
საშუალო სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ადამიანს 75 წლის ასაკში მიღებული აქვს 100 ტონა საკვები და 40 000 ლიტრი სითხე. ეს ყველაფერი კი ნაწლავების დამსახურებით გადამუშავდა.
იმისათვის, რომ უამრავი დაავადება ავიცილოთ თავიდან, საჭიროა სწორედ ნაწლავები გავისუფთაოთ.
როგორ გავისუფთაოთ ნაწლავები?
ამის უამრავი საშუალება და სამედიცინო პროცედურა არსებობს, თუმცა უმეტესობა დიდ ფინანსებს მოითოვს, მათგან განსხვავებით ჩვენ გთავაზობთ ნაწლავის გასუფთავების მარტივ მეთოდს, რომლის გაკეთებასაც სახლის პირობებში შეძლებთ. ამ პროცედურისთვის თქვენ დაგჭირდებათ სელის ფქვილი, რომელიც უამრავი დიეტოლოგის აზრით ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლოა.
სელის ფქვილი ჩვენი სხეულიდან გამოდევნის ტოქსინებს და ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ხელს უწყობს ცხიმების დაწვას. მეცნიერების თქმით, ამ საშუალებას ტვინის ფუნქციონირების და მხედველობის გაუმჯობესებაც კი შეუძლია.
გამოყენება:
1.პირველი კვირის განმავლობაში მიიღეთ 1 კოვზი სელის ფქვილი 100 გრამ კეფირთან ერთად.
2.მეორე კვირაში ზრდით რაოდენობას 2 კოვზამდე.
3.მესამე კვირაში მიიღეთ 3 კოვზი სელის ფქვილი 150 გრამ კეფირთან ერთად (შეგიძლიათ გამოიყენოთ მაწონი ან იოგურტიც)
თუ თქვენ ვერ შოულობთ სელის ფქვილს, გამოსავალი აქაც მარტივია. შეგიძლიათ იყიდოთ სელი და ყავის საფქვავის გამოყენებით მარტივად დაფქვათ სახლში.
მიიღეთ ის საუზმის ნაცვლად. სამი კვირის შემდეგ თავად დიანახავთ შედეგს. თქვენი ორგანიზმი გასუფთავდება და ეს აისახება თქვენს მდგომარეობაზე. არ დაგავიწყდეთ ბევრი წყლის მიღებაც!
სელის ფქვილი შეგიძლიათ დაუმატოთ ნებისმიერ კერძს, ამით დაეხმარებით ნაწლავებს.
#NawlavebisGawmenda
Мы используем cookie-файлы, чтобы улучшить сервисы для вас. Если ваш возраст менее 13 лет, настроить cookie-файлы должен ваш законный представитель. Больше информации
Нет комментариев