Предыдущая публикация
სადედოფლოდ ემზადება თითქოს...
ტყემლის ხეებს დაემსგავსა ფიჭვები,
და ნაძვები პაექრობას ითხოვს.
ზამთარია... გალამაზდა ბუნება...
თეთრ სამოსში გახვეულა თელაც...
ზამთრის სუსხი არ აშინებს ბუნებას,
არც ბეღურებს შეუწყვეტავთ სტვენა.
თოვლის ფიფქი რა ლამაზად ტრიალებს,
თითქოს ნიავს ტანგოს ეცეკვება...
ფრთა ფარფატა ეს ლამაზი ფიფქები,
მე სახეზე კრძალვით მეფერება.
ერთი ფიფქი ტუჩზე ნაზად მომეკრა,
მერე თითქოს ნაზად მეამბორა...
ღმერთო ჩემო... უცბად გამინაწყენდა
თოვლის ფიფქი გადაიქცა ცრემლად.
თეთრ სამოსში გაეხვია ბუნება
თოვლის ფიფქი ისევ ტანგოს ცეკვავს
ო... როგორი ნაზი ხარ და ფაქიზი
შენს გულში კი მყინვარება ფეთქავს.
/მ.გ/
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев