Предыдущая публикация
შენი სიცოცხლისთვის - თუნდ სიკვდილი
მინდა
შენი შუქი მინდა, შენი ჩრდილი მინდა
შენი წყაროს წყალი, შენი ხილი მინდა.
ჩემი არ მეყოფა, სხვისი წილი მინდა
სხვა დაბადების დღე, სხვა ქორწილი მინდა,
შენი საიდუმლო, ყველა ღილი მინდა,
შენი ბაგე მინდა, შენი კბილი მინდა,
მე შენს ნაკვალევზე სულ სირბილი მინდა,
შენ რომ უნდა მოგკლას, ის სიკვდილი
მინდა,
შენთან სულ სიმღერა, სულ სიცილი მინდა,
ჩვენ რომ შეგვაერთებს, ის მანძილი მინდა...
შენ რომ დაგწამებდენ, მე ის ცილი მინდა
შენი ყველა ვალი გადახდილი მინდა
შენთან ძილი მინდა, შენგან შვილი მინდა..
შენი ტუჩი მინდა, შენი კბილი მინდა..
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 12
შეჩერდი, ხელი მომეცი და დაიფიცე!
დაიფიცე, რომ თუ გადმოვხტები-დამიჭერ,
თუ გავბრაზდები-მომეფერები,
თუ ვიტირებ, თვალებში მაკოცებ,
დაიფიცე, რომ გაიღიმებ და
დამელაპარაკები, როცა შენი ხმის გაგონება
მომინდება.
დაიფიცე, რომ ძილის წინ მაკოცებ.
დაიფიცე, რომ დილით არასდროს
გამაღვიძებ.
დაიფიცე, რომ მიყიდი ფერად ფანქრებს,
ყოველდღე რომ ვხატო ჩვენი სიყვარული.
დაიფიცე, რომ სიცხე თუ მექნება, გამიხსნი
ჩემს საყვარელ კომპოტს, დამიჯდები
სასთუმალთან და გეჭირება ჩემი ხელი,
სანამ არ ჩამეძინება.
დაიფიცე, რომ ჭურჭლის დარეცხვაში
მომეხმარები.
დაიფიცე, რომ ხანდახან მაინც შენი ხელით
მაჭმევ.
დაიფიცე, რომ მანახებ ოკეანეს და ერთად
ვუყურებთ მზის ჩასვლას.
დაიფიცე, რომ ერთხელ მაინც ვიცეკვებთ
წვიმაში და ავაჭყაპუნებთ ფეხებს გუბეებში.
დაიფიცე, რომ შენს ძაღლზე და მანქანაზე
მეტ დროს დამითმობ ყოველთვის,
და ხანდახან, ღამე რომ გაგეღვიძება,
დაითვლი, წუთში რამდენჯერ ფეთქავს ჩემი
გული.
დაიფიცე, რა!