Предыдущая публикация
ვისაც შენ ყველა დღე ეძებდი, ვინც სიზმრებს თელავდა არეულ ნაბიჯით... ჯერაც არ დამდგარა დრო... ჩვენი შეხვედრის, დადგება?!...აღარც ეს არ ვიცით...არ ვიცით. მე ის ვარ...ვინც ფიქრებს გიფენდა სტრიქონად... გიწვევდა მაისის შხაპუნა წვიმაში, ლექსები ქარებს კი...სადღა არ მიჰქონდათ, შენ ჩემი სევდა და... მე შენი მირაჟი. მე ის ვარ...ვინც სხივად გამოსხლტდა ღრუბლებში, ვინაც შენს ბილიკზე ვარსკვლავებს ჰფენდა, სად დამემალეო...საყვედურს ნუ მეტყვი, შენი სინანული...და ჩემი სევდა. მე ის ვარ...ვისაც შენ ეძახდი ყველა დღე, მთვარეულს მოგანატრე მაისის თქეში... მეძებდი...მეძებდი...და ვერსად ვერ მნახე, და ბოლოს მიპოვე...მიპოვე შენში
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев