გაჩუქებ, მთელი წლის ფიქრებს...
შენ მხოლოდ სიცოცხლე მომანდე...
სამარის კარამდე ვიფრენთ...
და მერე, ითოვოს დილამდე...
ახალ წელს დაასწროს მოსვლა...
მე მინდა, თოვლივით მიყვარდე...
შენს ტუჩებს ვაჩუქო კოცნა...
თოვლივით ფაქიზი როდი ვარ...
ყოველ წელს, ვშორდები წარსულს...
ახალ წელს, თავიდან მოვდივარ...
სხვაგვარად სიცოცხლე არ მსურს...
ვითოვებ, დილიდან დილამდე...
და თეთრად მოვხატავ სურათს...
ეს ღამეც, სიყვარულს მივანდო...
სულში კი, დამთოვოს სულაც...
და თოვლი, გარეთ რომ ორსულობს...
ფანტელი, სადღაც რომ მირბის...
ახალი წელი მოსულა...
ძველი, წარსულში მიდის...
შეხედე, თორმეტიც გამხადარა...
და ზეცა, ფერებად იწვის...
ამ ღამეს, პერანგი გავხადე...
და ახლა, შიშველი მიცდის...
დავიწყებ ცხოვრებას თავიდან...
ბედობას, გაჩუქებ ვარდებს...
მე თოვლი, სხვა ფერი არ მინდა...
ფიფქები, შენ მინდა, გგავდეს...
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев