Предыдущая публикация
თავმდაბალი
ვიყავი,
გადამიარეს.
მე, როდესაც დამთმობი ვიყავი,
არაფერი დამიტოვეს.
მე, როდესაც მეორე ლოყა
მივუშვირე,
თვალებიც ამომთხარეს.
მე, როდესაც ყველა მათხოვარს
დავეხმარე,
მათხოვარი გავხდი.
მე, როდესაც შეფურთხება
ჩავყლაპე,
გული ამერია
და მერე ჭკუა ვისწავლე.
......................................................
მე, ახლა თავმდაბალთან
თავმდაბალი ვარ,
ქედმაღალთან ქედმაღალი.
მე, ახლა ვთმობ იმას, რაც არ
მჭირდება.
მე, ახლა ვინც მუშტს
მომიღერებს,
მუშტითვე ვხვდები.
შეფურთხება ისეთი ვიცი ნაპირს
ვერ უპოვი.
ასე ვდგავარ მოწოდების
სიმაღლეზე
და ყველას უნდა ჩემთან
მეგობრობა
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев