სიკვდილმა უთხრა სიცოცხლეს
მოკრძალებული სალამი
არ გაუმხილა რას სწერდა
ბედისწერისა კალამი
.აქ , ძლიერ უჭირს მოძმეებს
კეთილი საქმის კეთება
ვინა თქვა რომ გვაქვს ორ ძეებს
სხვადასხვა სულისკვეღთება
სიცოცხლევ ამ სამყაროში
რითა ხარ ჩემზე ძლიერი
მითხარ რა გამოვასწორო
რით შევისწორო იერი
,სიკვდილო, აქ მყოფ სიცოცხლეს,
ყოველ წამს დასდევ თანაო,
ზოგს უდროო დროს ეწვევა
მეგზური შენისთანაო .
სიკვდილო, როცა მოდიხარ
გხვდებიან ცრემლით დარდითო
და ზოგჯერ ხელს რად იმშვენებ
არ გაუშლელი ვარდითო
როცა აყვავდა სამყარო
უფალი ხალხს რომ აჩენდა
იფიქრა ცუდიც გვჭირდება
ისე ხომ არც გაგაჩენდა
.და ამითომაც განგებამ
შენი გაჩენა ინება
საჩუქრად შენ მოგანიჭა
ასეთი მღვრიე დინება
შენ კი ძვირფასო სიცოცხლევ
გიყვარს სამყაროს შენება
შენ ხარ სამყაროს ხიბლი და
ამ ზურმუხტი ცის მშვენება
,მე მსურს შევამკო სამყარო
ენძელებით და გვირილით
მხოლოდ ერთი გაქვთ საერთო
მოგყავთ და მიგყავთ ტირილით.
სიკვდილო მუდამ სიცოცხლის
გაჩენის ხანას რომ ჰკლავდი
ნეტავი ერთი შემეძლოს,
მე კიდევ ერთხელ მოგკლავდი
.გერმანე საზანოელი,,.,4.17.2017კომენტირება0გაზიარება0
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев