Предыдущая публикация
ცივი ღამეები ტანჯვით გათეული,
სულის სიმხდალე და ნანატრი სიკვდილი,
შენი მონატრება, ცრემლში გარეული.
მერე სიყვარულის გახდი მონაწილე,
გულში სიხარულის გაჩნდა ნაპერწკალი,
ჩემი დამპყრობელი დარდი მომაცილე,
ხრამში გადაჩეხე სევდა გარეწარი.
მხოლოდ თმებს შემორჩა სევდა დათოვლილი,
ვფიქრობ ეს ლოდინი, ამდენ ტანჯვად ღირდა,
ტრფობით შემიხორცე, გული გაპობილი,
სულში ჩამისახე ყველა გრძნობა წმინდა.
ახლა მარტის კაბის მესმის შარიშური,
შენი სურნელებით, მშიერ ფილტვებს ვკვებავ,
სულაც არ მაღელვებს, დილა დანისლული,
მკერდზე მოხუტებულს ჩემს მზეს, ჩემთან გხედავ.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев