Предыдущая публикация
- როცა თავი დავანებე საკუთარი თავის შებრალებას, თვალი გავუსწორე რეალობას, შევიყვარე ის ქალი, სარკეში რომ ვხედავდი და დავპირდი, რომ მის ოცნებებს აუცილებლად ავასრულებდი. შემდეგ ბევრს ვშრომობდი, ვსწავლობდი, ვეცემოდი და ვდგებოდი, თავად ვმკურნალობდი ჩემი გულის იარებს; ტირილის შემდეგ სწრაფადვე ვიწმენდდი ცრემლს და ახლიდან ვსწავლობდი ღიმილს. სხვისთის არა, ამას საკუთარი თავისთვის ვაკეთებდი, ვცდილობდი ნაბიჯ-ნაბიჯ მევლო ჩემი მიზნებისკენ, არავის ვღალატობდი და ვატყუებდი; არც სრულყოფილობანას ვთამაშობდი. ვისაც ჩემთან ყოფნა სურდა იმას მთელი გულით ვიყვარებდი, ვისაც არა კი - გზას ვულოცავ.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев