შენ წახვალ სხვასთან და დამწყდება გული ძალიან, არ გეხსომება მე ეს ლექსი ვისთვის დავწერე, შორს გაფრინდები ვით პატარა ჭიამაია, ქარში გაჰყვები- მეოცნებე ბაბუაწვერებს!
მე კი დავრჩები გამოწვდილი ხმელი ტოტებით, სველი ფოთლები ჩამომცვივა ალბად საფლავზე, და თუ ოდესმე ერთხელ მაინც მოგაგონდები, მოდი მიტირე , და სიკვდილი გამილამაზე.
გადავიხვეწეთ უცხოეთში შენცა და მეცა, მოგვნატრებია საქართველოს ნაჯიჯგნი მიწა, ხელისმოჩრდილვით გამოგვყურებს მამულის ზეცა და უხილავი ანგელოზი გვახლავს და გვიცავს.
მამადავითზე გაწოლილა ნისლი დევივით, წითელ კრამიტებს მოხდენია მორცხვი იერი, ასე მგონია, ხვალ სიონში ისევ შევივლი და გამაბრუებს სურნელება სანთლისმიერი.
გადავიხვეწეთ უცხოეთში შენცა და მეცა, აქ სხვა დილაა,სულ სხვა ბინდი,სულ სხვა ოცნება, თვალცრემლიანი გამოგვყურებს თბილისის ზეცა და როგორ მინდა დავუჩოქო ამ საოცრებას
თუ სიყვარულის სადღეგრძელოს ყანწით ვერ დალევ და სანუგეშოთ ვერ ჩააქსოვ ოხვრას ნაღვლიანს თუ სიყვარულში, სიყვარულით არ დაიწვები, მაშინ ნეტავი უკეთესი რა შეგიძლია?! თუ ლამაზ თვალებს კოცნით ცრემლებს ვერ ამოუშრობ! ვერ აგრძნობინებ სიყვარული თუ რა ძნელია! თუ უნაზეს და ლამაზ თვალებს ვერ აათრთოლებ ნეტავ იცოდე უკეთესი რა შეგიძლია?! სხვისი ტკივილი შენებურად თუ არ გიგრძვნია, და სხვისი დარდი სიხარულად არ შეგიცვლია გაწვდილ ხელისთვის თუ კი ხელი არ გაგიწვდია მაშინ ნეტავი უკეთესი რა შეგიძლია?!
უსიყვარულოდ არც ყვავილია , არც ნამი დილის, უსიყვარულოდ ტირიფია და ისიც ტირის. უსიყვარულოდ სიციცხლე არ ღირს, ასე ეტყვიან საბრალო ტირიფს და ისიც მუდამ წყალში ჩამდგარი თმაგაწეწილი ქალივით ტირის ...
Мы используем cookie-файлы, чтобы улучшить сервисы для вас. Если ваш возраст менее 13 лет, настроить cookie-файлы должен ваш законный представитель. Больше информации
Комментарии 10
შენ წახვალ სხვასთან და დამწყდება გული ძალიან,
არ გეხსომება მე ეს ლექსი ვისთვის დავწერე,
შორს გაფრინდები ვით პატარა ჭიამაია,
ქარში გაჰყვები-
მეოცნებე
ბაბუაწვერებს!
მე კი დავრჩები გამოწვდილი ხმელი ტოტებით,
სველი ფოთლები ჩამომცვივა ალბად საფლავზე,
და თუ ოდესმე ერთხელ მაინც მოგაგონდები,
მოდი მიტირე ,
და სიკვდილი
გამილამაზე.
მოგვნატრებია საქართველოს ნაჯიჯგნი მიწა,
ხელისმოჩრდილვით გამოგვყურებს მამულის ზეცა
და უხილავი ანგელოზი გვახლავს და გვიცავს.
მამადავითზე გაწოლილა ნისლი დევივით,
წითელ კრამიტებს მოხდენია მორცხვი იერი,
ასე მგონია, ხვალ სიონში ისევ შევივლი
და გამაბრუებს სურნელება სანთლისმიერი.
გადავიხვეწეთ უცხოეთში შენცა და მეცა,
აქ სხვა დილაა,სულ სხვა ბინდი,სულ სხვა ოცნება,
თვალცრემლიანი გამოგვყურებს თბილისის ზეცა
და როგორ მინდა დავუჩოქო ამ საოცრებას
დავკარგეთ მიწა და ვკარგავთ სინდისს,
ვისთვის ტკივილი უცხო რამეა.
ზოგს აფხაზეთი ,ზოგს სამაჩაბლო
სულის ტკივილად გადაქცევია.
ჩვენი ტკივილი არის საერთო,
გვტკივა იქ სადაც ჩვენი ერია,
სადაც ეშმაკი დაძრწის, ბოგინობს,
სად ანგელოზებს ფრთები შეხსნიათ,
მაგრამ ის სული რაც ჩვენში ცოცხლობს ,
მარად იღვიძებს ,სად სიცოცხლეა.
ქართული სულის მატარებლები,
ქართულ სიყვარულს უფრთხილდებიან.
შენ გაიხარე ჩემო ვაჯკაცო
და გაიხაროს ყველამ ამ ქვეყნად
ვისაც აფხაზის და თუნდაც ოსის
ქართული ძგერა არ გაქრობია.
ღმერთმა დალოცოს ყვალა ვინც გულში
ატარებს ტკივილს თავის მოძმისა.
ყველამ იხარეთ ვინც სამშობლოსთვის
და მიწა-წყლისთვის არ დაჩოქილხრთ.
მე დღეს უფრო მეტად მიყვარს, ვიდრე გუშინ,
უჩემესო, რაც ამ ქვეყნად გამაჩნია.
მე სუსტი ვარ, როგორც ყველა ქალი ალბათ
და ვერ მოგცემ ამ ცხოვრების გარანტიას.
ჩემში მეტი პოეტია_მე ვარ ქალი
და შენც ეტრფი, რაც კი ჩემში ლამაზია.
შენ ხომ მხოლოდ ერთი ნახვით შეგიყვარდი_
ერთად ყოფნის ვერ მოგეცი გარანტია.
უშენობით გული ისე გაიბერა,
რომ მზერაში ღამემ ვეღარ ჩამატია.
მაპატიე, მე სუსტი ვარ, როგორც ქალი,
დავიწყების ვერ მოგეცი გარანტია.
მიწას სამშობლო ჰქვია,
თუ მისთვის გიცემს გული,
თვალის ჩინივით უვლი
და მიგაჩნია წმინდად,
მაგრამ ყველაზე ძვირად
ეს მიწა მაშინ გიღირს,
როცა გიჟივით ყვირი:
- შინ
დაბრუნება
მინდა!
თუ სიყვარულის სადღეგრძელოს ყანწით ვერ დალევ
და სანუგეშოთ ვერ ჩააქსოვ ოხვრას ნაღვლიანს
თუ სიყვარულში, სიყვარულით არ დაიწვები,
მაშინ ნეტავი უკეთესი რა შეგიძლია?!
თუ ლამაზ თვალებს კოცნით ცრემლებს ვერ ამოუშრობ!
ვერ აგრძნობინებ სიყვარული თუ რა ძნელია!
თუ უნაზეს და ლამაზ თვალებს ვერ აათრთოლებ
ნეტავ იცოდე უკეთესი რა შეგიძლია?!
სხვისი ტკივილი შენებურად თუ არ გიგრძვნია,
და სხვისი დარდი სიხარულად არ შეგიცვლია
გაწვდილ ხელისთვის თუ კი ხელი არ გაგიწვდია
მაშინ ნეტავი უკეთესი რა შეგიძლია?!
როცა მოვიწყენ და დარდი მომაწვება,
ვეღარ გავუძლებ და თვალი აცრემლდება,
ფიქრი გადამრევს და გული მეტკინება,
ვინ გაიზიარებს ჩემს ტკივილს?დედა
როცა გზა აბნეულს რჩევა დამჭირდება,
და ჩემი ოცნება სადღაც გაფრინდება,
ვეღარ ვუმკლავდები სიძნელეს ვხედავ,
უცებ წამომცდება ვაიმე დედა.
როცა სიცივეში სითბო მომინდება,
Gულში ჩამიკრავს და გული გამითბება,
ვინ არის ჩემს ფიქრებს უცებ რომ ხვდება?
ეს ხომ დედაა ძვირფასი დედა.
ნატკენ ჭრილობაზე მალამოდ დნება,
ძლიერი სიცხისას წვიმად გამოჩნდება,
ქარი დაუბერავს ქარსაც აღუდგება,
ახლოს არ მოუშვებს ნამდვილი დედა.
მე ვის ვენატრები ყველაზე მეტად?
ჩემი გულისთვის იქცევა ფერფლად,
ყველა სიძნელეს რომ უდრეკად ხვდება,
ესეც დედა არის,ძლიერი დედა.
როცა რამე მიჭირს ვის არ ეძინება?
ჩემსკენ მომავალ ცეცხლს წინ რომ აღუდგება,
ყველგან გამომყვება ,უფსკრულს ჩავარდება,
შვილის გულისათვის თავს წირავს დედა.
უსიყვარულოდ არც ყვავილია ,
არც ნამი დილის,
უსიყვარულოდ ტირიფია და
ისიც ტირის.
უსიყვარულოდ სიციცხლე არ ღირს,
ასე ეტყვიან საბრალო ტირიფს
და ისიც მუდამ წყალში ჩამდგარი
თმაგაწეწილი ქალივით ტირის ...
მოდი...
სულში უშენობა მათოვს...
უკვე მერამდენედ ვითვლი...
მე ხომ,
საოცრებას არ გთხოვ...
მე ვერ დამამარცხებს ფიქრი...
სიკვდილს მომაწყურებს სევდა...
ისევ ვემსგავსები ფოთოლს...
ისევ,
არ ვუჯერებ დედას...
ისევ,
უშენობით ვლოთობ...
მოდი,
მომაშორე სევდა...
და ნუ ამიჭრელებ ფიქრებს...
მაინც მენატრები...
ხედავ?
ისევ დამიბრუნდე, იქნებ...
გული ამიჭრელა ბინდმა...
კმარა!
ფიქრები და დარდი...
ატმის გაღიმება მინდა,
სავსე იებით და ვარდით...
ფიქრი ამიმწვანე, ხედავ?
გულზე ისე მადევს ლოდი...
თუკი,
შენზე ფიქრებს ვბედავ...
ჰოდა,
ადექი და მოდი...
ჩემი უსასრულო ფიქრი ხარ,
ჩემი სილამაზის საზომი,ჩემი სიყვარულის კონა,
ჩემი ოცნებების წონა.
ჩემი მოელვარე ვარსკვლავი,
ჩემი გამხელილი ცოდვა, ჩემი სიხარულის საბაბი,
ჩემი ღამეული ბოდვა.
ჩემი უსახელო ლექსი ხარ,
ჩემი დარცხვენილი მუზა,
ჩემი ბედნიერი ცრემლების
ზღვაში ჩაშვებული ღუზა...
ჩემი უპასუხო კითხვა ხარ,
ჩემი პაწაწინა ია, ჩემი გაუშლელი ყვავილი,
ჩემთვის გასროლილი ტყვია