სულს გჩუქნიდეს სიყვარულს და ალერსს,
მამაკაცი შეიყვაროს ისე,
იმ კაცისთვის სხვა არ იყოს მთვარე.
გაყინული როცა მიხვალ სახლში,
დაგახვედროს ღიმილი და სითბო,
უკეთესი მის გარეშე ვერსად,
ვერ იპოვო ვერაფერი სიტკბო.
ყველაფერი გაიგონოს შენი,
მწუხარე თუ ბედნიერი ენა,
დაფანტული დაგიფანტოს ფიქრი,
სიყვარულის მუდამ ქონდეს თმენა.
გაგიშალოს ხელები და მაინც,
ჩაგიხუტოს გაბრაზებულ გულზე,
მოეფერე გიყვარდეს და ნახავ,
ეყვარები მეტად თავის სულზე.
როცა ყველგან ყველაფერი შრება,
მაშინ უნდა მოგიტანოს წყალი,
როცა სულში ნაპერწკალი ქრება,
ჩამქვრალიდან გაგიღვივოს ალი.
შენთან ერთად ამაყობდეს ყოფნას,
ფიქრში უნდა გაგითენოს ღამე,
დილით როცა გათენდება მაშინ,
ბედნიერი მოგიყვება რამეს.
უფლისაგან მონაყოლი სიტყვით,
შენში უნდა შეიტანოს რწმენა,
არაფერი მიიტანოს გულთან,
სიყვარულში არ არსებობს წყენა.
ქალი უნდა სილამაზე იყოს,
ერთგული და ოცნებებით სავსე,
ისე უნდა შეგაყვაროს თავი,
ვერ გაბედო რომ იფიქრო სხვაზე.
ბოლოს მისი გაჩენილი შვილი,
გკოცნიდეს და გეძახოდეს მამას,
ქალი უნდა გულგახსნილი იყოს,
გისრულებდეს სულ ყველაფერ ამას.
როცა ღმერთი სულს და სხეულს გაყრის,
არ შეხედოს ერთხელ თუნდაც ერთსაც,
დრო მოვა და დაე შეხვდნენ ერთურთს,
და იცხოვრონ ბედნიერად ღმერთთან.
https://www.youtube.com/watch?v=JZon51q6nWc
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1