Предыдущая публикация
ჩახჩახებს შენი სამყოფელის თაღი და ჭერი. დამაბარბაცებს სიყვარული , ვით ალკოჰოლი. ვრცელია შენი მონატრების ინტერიერი. მომაქვს მაისის კალენდარი ჩამოხეული. შემოაღწია შენს სატახტოს რადგან ვერავინ. " დადის ქალაქში სხვების მსგავსი ჩემი სხეული და ხალხი ამბობს , ეს კაცია ლექსის მწერალი!" არის მაისში სხვა ფერები , როგორც ქარიზმა.- არ მიწიერი , ზეციური , სხვა ფერებია. ყურში ჩამესმის შენი სუნთქვა , როგორც ქარისა. ნუთუ , ლექსებით სხვა ჩემგვარად ,მოგფერებია? ჟამმა და წლებმა გადათელეს იმპერიები, მაგრამ მაისი , ძველებურად, ისევ მაისობს. კაშკაშებს შენი მოლოდინის ინტერიერი და მონატრების საწყაული შენით აივსო.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев