მათი მგრძნობიარე ბუნება განსაკუთრებულ მოპყრობას ითხოვს!
როგორ გავუგოთ მშვილდოსანს!
1. მშვილდოსნისთვის მნიშვნელოვანია სხვისი აზრი
თუკი მშვილდოსანს ყურადღებით დააკვირდებით, მასში პრაქტიკულ, რეალიზებულ და ენერგიულ ადამიანს აღმოაჩენთ. მშვილდოსანი მართლაც ძალიან ძლიერი ნიშანია, მას ვერაფერი შეაჩერებს, თუკი რაიმე დაისახა მიზნად. მაგრამ ამასთან, ის – საკმაოდ დელიკატური ადამიანია.
მშვილდოსნებს უყვართ და აფასებენ საკუთარ თავს, ამიტომაც სხვებსაც განსაკუთრებულ პატივს სცემენ. ამ ნიშნის წარმომადგენლის ნებისმიერი ქმედება საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარეობს.
თუკი გსურთ, მშვილდოსანთან ჰარმონიული ურთიერთობა გქონდეთ, არ დაგავიწყდეთ შეაქოთ მისი საქციელი. მშვილდოსანი ყურადღებისა და შექების გარეშე სრულფასოვნად ვერ იარსებებს!
2. მშვილდოსნებს სიმართლე სჭირდებათ
მშვილდოსნის მოტყუება – მართლაც რომ ძალიან სულელური საქციელია. ის ვერ იტანს ვერაფერს დაფარულს და ფარისევლურს, რადგან თავად ყოველთვის გულწრფელია. სწორედ ამ გულწრფელობის წყალობით მშვილდოსნები აღწევენ წარმატებას ცხოვრების სხვადასხვა სფეროში.
თუკი მშვილდოსანმა ტყუილში გამოგიჭირათ, ნუ ელით მისგან პატიებას. ის სამუდამოდ დაიმახსოვრებს ამას და მატყუარას მწარედ აზღვევინებს.
იყავით გულწრფელი მშვილდოსანთან და თქვენ გეყოლებათ ადამიანი, რომელსაც ნებისმიერ სიტუაციაში დაეყრდნობით.
3. მშვილდოსნებს ცელქობაც შეუძლიათ
ის, რომ მშვილდოსნები მახვილგონიერებით გამოირჩევიან და საკმაოდ სწრაფად იღებენ გადაწყვეტილებებს – უტყუარი ფაქტია, მაგრამ უნდა გავითვალისწინებთ, რომ ჰოროსკოპის ეს ნიშანი – ფეთქებადი და ცხარეა, როგორც ბენგალიური ცეცხლი. ამიტომაც გაუაზრებელი, სპონტანური ქცევები მშვილდოსნისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა.მშვილდოსანი
მშვილდოსნები, ყველაზე იღბლიანები არიან. უბრალოდ, რთულია გაარჩიო, რა შემთხვევაში გაუმართლათ და რა შემთხვევაში მიაღწიეს წარმატებას, საკუთარი ძალებით. ამ ნიშნის წარმომადგენლები, აქტიურები და მოტივირებულები არიან ყოველთვის.
თუკი მშვილდოსანი არაკორექტულად მოიქცა ან რაიმე უცნაური ჩაიდინა – ნუ იჩქარებთ დასკვნების გამოტანას. აცადეთ მას, დაცხრეს! როგორც კი ქარიშხალი გადაივლის, ნახავთ, წამებში როგორ მშვილდოსანi
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев