ზეცა ატირდა, კოკისპირულ ცრემლებით მოსთქვამს,
ყველა ღრუბელი დაიცალა სისიხლით, ძმისათვის,
-ვისაც გულმკერდში მოწამლული სამშობლო მოხვდა,
ვინაც გვატკინა აგვისტოდან ხუთი წლისთავი...
ზეცა ატირდა, ცრემლი-ცრემლს და გული სამიზნეს,
სოფლებს აქრობდა ცოფიანი ტანკის ლულები,
მცირერიცხოვნებს -ათასებმა რომ ვერ გაგიძლეს,
იბრძოდით ასე, ქვეყნისათვის დაზაფრულები!
წყეულიმც იყოს ყველა გზა და ყველა ტრამალი,
როცა პროსპექტებს დაარქმევენ გმირების გვარებს,
ვარჩიოთ ახლა ვინ ვიყავით მტყუან-მართალი
და საღებავიც გადავუსვათ რუკაზე ბზარებს.
ნისლის შემყურეს მენატრება სხივის ნასახი,
ნერწყვის კვალი თუ შემორჩება დღეების ფურცვლას,
დედა ვატირე ყველა ვერცხლით მორთულ სასახლის,
როცა ბავშვები დაგრჩენიათ ცოლების მუცლად...
ზეცა ატირდა, კოკისპირულ ცრემლებით მოსთქვამს,
ყველა ღრუბელი დაიცალა სისიხლით, ძმისათვის,
-ვისაც გულმკერდში მოწამლული სამშობლო მოხვდა,
ვინაც გვატკინა აგვისტოდან ხუთი წლისთავი
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1