ჯარისკაცის, საშა დროზდოვის
ინტერვიუ გამოქვეყნდა, რომელსაც
უშუალოდ აქვს ნაბრძოლი ამ
ბიჭებთან. ომის სხვა ამბებს
ჰყვება და ბოლოს აყოლებს,
ცხინვალში ვიყავით რომ
შეგვატყობინეს, ცხინვალის
გასასვლელთან, ერთ-ერთ სოფელში,
ჩვენ ბატალიონს დამატებითი
რაზმი ესააჭიროებაო.
მივიღეთ ბრძანება და ნახევარ
საათში მივედით 70 კაციანი
ჯგუფი, და რას ვხედავთ,
ქართველები ჩვენებს თავის აწევის
საშუალებას არ აძლევდნენ, უკვე
ბევრი რუსი ჯარისკაცი იყო
დაჭრილი და გარდაცვლილიო.
მათმა მეთაურმა უთხრა ჩვენს
მეთაურს, არ ვიცი, ესენი
ადამიანები არიან თუ ქაჯები, უკვე
ერთი საათია ასეთ დღეში ვართო.
ჩვენ ჩავებით ბრძოლაში,
ყველაფერი დამთავრდა და როგორც
გავიგეთ 12 კაცი
გვებრძოლებოდაო.
ვინც ჩვენს ტყვიებს გადაურჩა,
თავისი ხელით მოისწრაფეს
სიცოცხლეო. თავი აიფეთქესო.
ჩემმა მეთაურმა რომ ჩავიარეთ
ჩაილაპარაკა, ნეტავი ასეთი
გმირები და ვაჟკაცები მე იქ
მყოლოდა, მივხვდი რომ ჩეჩნეთს
გულისხმობდაო. ჩეჩნეთში ნაომარი
იყო ჩვენი მეთაურიო...
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 2