ღამე ძალიან კარგად მეძინა, ისე კარგად რომ სიზმარიც კი ვნახე. ზუსტად არ მახსოვს თუმცა რაღაც ნაფლეთები დამრჩა გონებაში.
ძველ დროში ვიყავი თითქოს, მგონი რაღაც დავაშავე და სიკვდილით მსჯიდნენ, გარშემო ბევრი ხალხი ირეოდა, მე ხის კვარცხლბეკზე ვიდექი, მერე ჩემთან ვიღაც მაღალი დაკუნთული შავკანიანი მამაკაცი მოვიდა და ყულფში თავი გამაყოფინა, რატომღაც არ ვნერვიულობდი, არც არაფერს ვაკეთებდი, უბრალოდ ვიდექი და ხალხს შევყურებდი ზიზღიან თვალებში. უეცრად ფეხქვეშ სიცერიელე ვიგრძენი და ყელზე ბაწარი შემომეჭირა, თანდათან სული მეხუთებოდა ბოლოს კი როდესაც ვკვდებოდი გამომეღვიძა. გამომეღვიძა თუმცა შეგრძნებები თითქოს სიზმრიდან გამომყვა.
როგორც ჩანს დიდი ხანი მეძინა. ლუსი უკვე სამსახურში იყო წასული, სახეზე ცივი წყალი შევისხი და მაშინვე წიგნის წერას შევუდექი. შეუსვენებლივ ვწერდი ან რა გამაჩერებდა?!
საღამომდე ვწერდი მერე ლუსიც დაბრუნდა სახლში, გაოცებული იყო ჩემი დღევანდელი ნამუშევრით აღშფოთებას ვერ მალავდა. მალე სუფრა გააწყო და მაგიდას მივუჯექით სავახშმოდ.
—სამსახურში ახალი რა არის?—ზრდილობის მიზნით შევემითხე თუმცა სინამდვილეში არ მაინტერესებდა.
—შესაძლოა ახალ კაბინეტში გადავიდე, როგორც წლის საუკეთესო თანამშრომელი— ცოტახანს ორივე ვდუმდით და ერთმანეთს ვუღიმოდით—შენი და წიგნის საქმე როგორ მიდის? ვნახე გაგიგრძელებია.
—ხოო...რამდენიმე გვერდი დავწერე
—წიგნი რაზეა—დამალვას არ ვაპირებდი ამიტომ პირდაპირ ვუპასუხე რომ წიგნი მანიაკზეა და რატომღაც სიცილი აუტყდა,
—რა?—გაკვირვებული შევცქეროდი ლუსის რომელიც კინაღამ ზურგზე დაწვა და ფეხების ქნევა დაიწყო. ნერვები საშინლად მომეშალა არ მიყვარს როდესაც ჩემს საქმეს არასერიოზულად ეკიდებიან—სასაცილო რა არის იქნებ მითხრა და ერთად ვიცინოთ მერე
—არა, უბრალოდ...მანიაკი...ეს ისეთი...არასერიოზულია რომ თავი ვერ შევიკავე და სიცილი ამიტყდა, ბოდიში...—თანდათან დამშვიდდა თუმცა მე ისევ ისე ვიყავი განრისხებული
—უკეთესი რაზე უნდა დავწერო?სიყვარულზე, მეგობრობაზე თუ ოჯახზე? მითხარი რაზე უნდა დავწერო შე ტრაკგასიებულო?—ჯანდაბა. შევატყვე რომ ეს უკანსკნელი აღარ უნდა მეთქვა, თუმცა უარესის ღირსი იყო. ლუსი თვალებჩაცრემლიანებული წამოდგა და სლუკუნით გაიქცა ოთახში. როგორც იქნა მშვიდად ვახშმობას შევძლებ.
რამდენიმე საათი კვლავ ვიმუშავე წიგნზე, თუმცა მარაგი ამომეწურა და იძულებული გავხდი კიდევ მომეკლა ვინმე. სეირნობა მიყვარს მითუმეტეს ღამით, გზაში ორ ყმაწვილს ავედევნე, კარგა ხანს ვზდიე მერე ერთერთი მარტო დარჩა მეც დრო ვიხელთე უკნიდან ფეხაკრეფით მივეპარე და თავში სახლიდან წამოღებული პატარა ჩაქუჩი ჩავარტყი, ძირს მოწყვეტით დაეცა და მიწაზე გორაობა დაიწყო მე კი ზედ შევაჯექი და მთელი ძალით დავუწყე თავში ჩაქუჩის რტყმა, ბოლოს სახე სულ მთლად აეზილა მეც მეტი არაფერი მინდოდა ადექი და იმ ადგილს გავეცალე.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев