ადამიანი არის საიდუმლოება. ეს საიდუმლოება გამოცნობილი უნდა იქნას, და თუ მთელ ცხოვრებას მის გამოცნობას მოანდომებ, ნუ იტყვი, რომ დრო დაკარგე. მე ამ საიდუმლოებას მივსდევ, რადგან მინდა ადამიანი ვიყო.
ადამიანთა ცნობა სასარგებლოა ყველასთვის, შენთვის კი განსაკუთრებულად აუცილებელია, რაკი აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრებისთვის ემზადები. ცხოვრებაში სრულიად განსხვავებულ ხასიათებს შეხვდები და მოგიწევს მათი გულმოდგინედ შესწავლა იმისათვის, რომ შემდგომში ალღოიანად მოექცე მათ, მაგრამ მარტო ეს როდია საკმარისი. შენივე საკუთარი დაკვირვება და გამჭრიახობა ყველაფერზე უკეთ დაგეხმარება ადამიანთა ცნობაში.
ადამიანთა სინამდვილეში არაფერს იმდენი წვრთნა, ვარჯიში, შრომა, ტანჯვა, წამება, გულისხეთქვა, შეშლილობამდე მისული სასოწარკვეთა არ სჭირდება, როგორც ნიჭთან დაკავშირებულ საქმიანობას. ნიჭი, მართალია, ღვთის საჩუქარია, მაგრამ მხოლოდ მას შეუძლია მისი მიღება, ვისაც სულიერი სიმტკიცე და ძალა გააჩნია. ნიჭიც ღმრთისაგან ბოძებული ხმიადის ის ნატეხია, რომელიც გამვლელსაც უნდა გაუყო, გამომვლელსაც და შინაც მთლიანად, ხელშეუხებლად უნდა მიიტანო.
ადამიანებს ჩვენ მხოლოდ პუნქტირული მოხაზულობით ვიცნობთ. ამრიგად მათი სურათიც კი, ვისაც ჩვენ კარგად ვიცნობთ, რამდენადმე მაინც ჩვენი წარმოსახვის ნაყოფია. თუკი ჩვენი საუკეთესო მეგობრები ჩვენივე წარმოსახვის ძაფზე ასხმულ დატეხილი ხაზების ნაწყვეტებს წარმოადგენენ, მაშინ ვიცნობთ თუ არა ჩვენ საერთოდ ვინმეს და გვიცნობს თუ არა ჩვენ ვინმე სხვაფრივ თუ არ ამ დაწყვეტილი, დანაწევრებული სახით. მაგრამ ამ ჭუჭრუტანებში რომ გარეშეთა წარმოსახვის შუქი იღვრება, იქნებ სწორედ ეგა ქმნიდეს სიახლოვეს კაცთა შორის
ადამიანებს ბუნებით აქვთ მინიჭებული მეგობრობისადმი მიდრეკილება, რამეთუ ერთმანეთი სჭირდებათ, ერთმანეთს იბრალებენ და ხელშეწყობით ერთმანეთისათვის სარგებლობა მოაქვთ და რაკი ეს ესმით, ერთურთის მიმართ მადლიერებითაც არიან გამსჭვალული; მაგრამ, მეორე მხრივ, მათ მტრობისაკენ მისწრაფებაც აქვთ თანდაყოლილი, რადგან, თუ რასმე მშვენიერ და ამავე დროს სასიამოვნო საგნად ჩათვლიან, მის გამო ბრძოლას იწყებენ, ხოლო თუ ამ საგანზე სხვადასხვა აზრი გაუჩნდათ, ერთმანეთს უპირისპირდებიან. ჯიბრი და რისხვა სწორედ რომ მტრობის მაუწყებელია, მომხვეჭელობის სიყვარულიც შუღლსა და ქიშპობას იწვევს, ხოლო შური მუდამ ზიზღის საბაბი ხდება
ადამიანების შინაგანი კონფლიქტების წყარო - ეს არის ორი სწრაფვის ბრძოლა: აღმშენებლობისადმი (დაკავშირებული სიყვარულთან, ეროსთან) და ნგრევის, დესტრუქციის, მოსპობისადმი (დაკავშირებული ტანტალოსთან)
Мы используем cookie-файлы, чтобы улучшить сервисы для вас. Если ваш возраст менее 13 лет, настроить cookie-файлы должен ваш законный представитель. Больше информации
Комментарии 22
ადამიანი არის წილადი, რომლის მრიცხველია ის, თუ სხვები რას ამბობენ მასზე, ხოლო მნიშვნელოვანი არის ის, ტუ რა წარმოდგენა აქვს მას საკუთარ თავზე
ადამიანი არის საიდუმლოება. ეს საიდუმლოება გამოცნობილი უნდა იქნას, და თუ მთელ ცხოვრებას მის გამოცნობას მოანდომებ, ნუ იტყვი, რომ დრო დაკარგე. მე ამ საიდუმლოებას მივსდევ, რადგან მინდა ადამიანი ვიყო.
ადამიანთა ცნობა სასარგებლოა ყველასთვის, შენთვის კი განსაკუთრებულად აუცილებელია, რაკი აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრებისთვის ემზადები. ცხოვრებაში სრულიად განსხვავებულ ხასიათებს შეხვდები და მოგიწევს მათი გულმოდგინედ შესწავლა იმისათვის, რომ შემდგომში ალღოიანად მოექცე მათ, მაგრამ მარტო ეს როდია საკმარისი. შენივე საკუთარი დაკვირვება და გამჭრიახობა ყველაფერზე უკეთ დაგეხმარება ადამიანთა ცნობაში.
ადამიანთა უმრავლესობა ცხოვრების საუკეთესო წლებს ანდომებს იმას, რომ დანარჩენი წლები ჩაშხამებული ჰქონდეს
ადამიანთა სინამდვილეში არაფერს იმდენი წვრთნა, ვარჯიში, შრომა, ტანჯვა, წამება, გულისხეთქვა, შეშლილობამდე მისული სასოწარკვეთა არ სჭირდება, როგორც ნიჭთან დაკავშირებულ საქმიანობას. ნიჭი, მართალია, ღვთის საჩუქარია, მაგრამ მხოლოდ მას შეუძლია მისი მიღება, ვისაც სულიერი სიმტკიცე და ძალა გააჩნია. ნიჭიც ღმრთისაგან ბოძებული ხმიადის ის ნატეხია, რომელიც გამვლელსაც უნდა გაუყო, გამომვლელსაც და შინაც მთლიანად, ხელშეუხებლად უნდა მიიტანო.
ადამიანთა ბედი ის არის, რომ მრავალს იწვევენ და ცოტას ირჩევენ, ხოლო წიგნების ბედი ის გახლავთ, რომ მრავალს ჰფურცლავენ და ნაკლებად კითხულობენ
ადამიანებს ჩვენ მხოლოდ პუნქტირული მოხაზულობით ვიცნობთ. ამრიგად მათი სურათიც კი, ვისაც ჩვენ კარგად ვიცნობთ, რამდენადმე მაინც ჩვენი წარმოსახვის ნაყოფია. თუკი ჩვენი საუკეთესო მეგობრები ჩვენივე წარმოსახვის ძაფზე ასხმულ დატეხილი ხაზების ნაწყვეტებს წარმოადგენენ, მაშინ ვიცნობთ თუ არა ჩვენ საერთოდ ვინმეს და გვიცნობს თუ არა ჩვენ ვინმე სხვაფრივ თუ არ ამ დაწყვეტილი, დანაწევრებული სახით. მაგრამ ამ ჭუჭრუტანებში რომ გარეშეთა წარმოსახვის შუქი იღვრება, იქნებ სწორედ ეგა ქმნიდეს სიახლოვეს კაცთა შორის
ადამიანებს ბუნებით აქვთ მინიჭებული მეგობრობისადმი მიდრეკილება, რამეთუ ერთმანეთი სჭირდებათ, ერთმანეთს იბრალებენ და ხელშეწყობით ერთმანეთისათვის სარგებლობა მოაქვთ და რაკი ეს ესმით, ერთურთის მიმართ მადლიერებითაც არიან გამსჭვალული; მაგრამ, მეორე მხრივ, მათ მტრობისაკენ მისწრაფებაც აქვთ თანდაყოლილი, რადგან, თუ რასმე მშვენიერ და ამავე დროს სასიამოვნო საგნად ჩათვლიან, მის გამო ბრძოლას იწყებენ, ხოლო თუ ამ საგანზე სხვადასხვა აზრი გაუჩნდათ, ერთმანეთს უპირისპირდებიან. ჯიბრი და რისხვა სწორედ რომ მტრობის მაუწყებელია, მომხვეჭელობის სიყვარულიც შუღლსა და ქიშპობას იწვევს, ხოლო შური მუდამ ზიზღის საბაბი ხდება
ადამიანების შინაგანი კონფლიქტების წყარო - ეს არის ორი სწრაფვის ბრძოლა: აღმშენებლობისადმი (დაკავშირებული სიყვარულთან, ეროსთან) და ნგრევის, დესტრუქციის, მოსპობისადმი (დაკავშირებული ტანტალოსთან)
ადრე ხალხი სწავლობდა, რათა სრულ-ეყო საკუთარი თავი. დღესდღეობით კი მხოლოდ იმისთვის სწავლობენ, რომ სხვებთან თავი მოიწონონ
მე გავიგონე და დამავიწყდა.მე დავინახე და დამამახსოვრდა.მე გავაკეთე და გავიგე.
აირჩიე სამსახური, რომელიც სიამოვნებას განიჭებს და ცხოვრებაში ერთი დღეც კი არ მოგიწევთ მუშაობა
შეგნებული გქონდეს მოვალეობა და არ შეასრულო – ეს ლაჩრობაა
ის ვინც ლამაზად საუბრობს და მიმზიდველი გარეგნობა აქვს, იშვიათ შემთხვევაში არის ნამდვილად ადამიანური.
საშინელება ის კი არ არის, რომ მოგატყუეს ან გაგქურდეს, საშინელება ისაა, რომ შენ ეს არ გავიწყდება
ჩვეულებრივ ქალს იმდენი ჭკუა აქვს, რამდენიც ერთ ქათამს, არაჩვეულებრივს კი — რამდენიც ორს.... კონფუცი
მხოლოდ ნამდვილ ადამიანურ ადამიანს შეუძლია სიყვარული და სიძულვილი
ქვეყანაში, რომელსაც კარგად მართავენ, რცხვენიათ სიღარიბის, ხოლო ქვეყანაში, რომელსაც ცუდად მართავენ, რცხვენიათ სიმდიდრის
ადამიანს გონებისკენ სამი გზა აქვს: აზროვნება - ყველაზე კეთილი, მიბაძვა - ყველაზე ადვილი, გამოცდილება - ყველაზე ძნელი
ყოველა ადამიანმა ხელი უნდა მოჰკიდოს ისეთ საქმეს, რაც მისთვის შესაძლებელია და რაც მას ეკადრება