შეუდგა – თრთიან ხატის ტყის ტევრები,
საუფლო ომში დაცემულ ძმასა სტირიან
ბერები, ძუნწი, უთქმელი ცრემლებით
დასველებიათ წვერები,
თავმოდრეკილებს მორჩილად ჩამოუშვიათ ხელები... ვიცი – კაი ყმა უფალთან მივა
და მიუხარია, ვიცი – იმისთვის იხსნება
ცის კიდის შვიდი კარია, ვიცი – იმისი
ჭრილობა ღვთისმშობლის შენაკარია...
ოღონდ არ ვიცი – რადა სდით ბერებს
მდუღარე ღვარია... იქნება – უფლის ნებაა – ხორცი გტკიოდეს ძმისთვისა,
ღვთისმშობელიც ხომ ტიროდა ჯვარზე
გაკრული ძისთვისა... იგლოვდნენ
მოციქულები, ვერ შეეხედნათ ცისთვისა,
თვით მაცხოვარმა იტირა საყვარელ
მეგობრისთვისა! დამშვიდობების ტკივილი შეხვედრის სალბუნს
გვპირდება, მწუხრზე ჩასული მნათობი
ცისკარზე ამობრწყინდება,
სასუფეველში შესული სული უფალთან
მკვიდრდება, ... ჩვენს ნასახლარზე
ოდესმე ბალახი აბიბინდება... ცრემლები სულს ანედლებენ, ცოდვების ყამირს
ალბობენ, ბიწიერებას რეცხავენ,
ამპარტავნებას ადნობენ, შემუსვრილ
გულებს უფლისა სიყვარულითა
სწყალობენ, როცა ბერები ტირიან –
ანგელოზები გალობენ!..
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев