-ვარ რა თავად?
-მეც ეგრე.აბა ახალი რა ხდება?
-კუთხვებზე პასუხები ვიპოვე.
-ყველაზე?
-ნუ ყველაზე ვერა მაგრამ ვმუშაობ დანარჩენზეც?
-და მაინც როგორ?
-ბევრს ვფიქრობ,მართლა ძალიან ბევრს.
-რაზე?
-წარსულზე და ყველაფერზე რაც მოხდა პასუხებიც იქ არის.
-და მაინც რომელ კითხვაზე იპოვე პასუხი?
-მთავარზე
-რა კითხვაა?
-რატომ მაქვს ესეთი შეგრძნება.ასეთი კითხვა იყო.
-და რატომ გაქვს?
-იმიტომ რომ არავინ მიყვარს ამ წამს ეს კი ჩემთვის უცხოა.მე 20 წლის განმავლობაში სიყვარული არ შემიწყვეტია,მერე მოხვედი შენ და იმდენი ქენი რომ არავინ აღარ მიყვარს.ეს ჩემთვის რაღაც ახალია რომელშიც ვერასდროს გავერკვევი ვერასდროს შევეჩვევი.
-ხო მე ყველაფერს ვსპობ.
-საკუთარი თავის ჩათვვლით.
-მე ყოველთვის ვიღებ იმას რაც მინდა.
-ხოდა ზუსტად მაგან მოგსპო უკვე.
-რას გულისხმობ?
-იმას რო ადამიანს რომელსაც უყვარდი უბრალოდ აღარ უყვარხარ და ამაში ვერ დაადანაშაულებ იმიტომ რომ ესეც შენი შემოქმედებაა.ესეც გინდოდა?
-...
-ხოო.როგორც ჩანს ყოველთვის ვერავინ ვერაფერს ვერ მიიღეებს.
-კმაყოფილი ამბობ.
-უკმაყოფილო რატომ უდნა ვიყო ყველას ის მოდის რისი ღირსიცაა.იმდენი ეძლევა რამდენიც საჭიროა.არც მეტი არც ნაკლები.მაგრამ ზოგს საჭირო ბევრი გონია ან ყველაფერი გონია და ვერ იყენებს ისე როგორც საჭიროა ნუ რას ვიზამთ ეს მათი პრობლემაა.
-ხო შენ სულ არ გაინეტერესბს სხვისი პრობლემები ეს დამავიწყდა.
-თუ მე ვინმეს არ ვუვყარვარ ეს მისი პრობლემაა.
-და მაგიტომ გამიშვი?ვისთან ხარ უკეთესთან?
-მე იმ ერთადერთთან მივდივარ ვინამაც ჩემი გაიგო.ვინც მიყვარდა და ჩემი ვერ გაიგო იმან ღმერთიც ვერ გაიგო.ამიტომაც წავედი შენგან და მივედი ღმერთთან.
-მერე რაო ღმერთმა?
-დამანახა რომ ყველაფერი შენი წასვლის მერე გამოსწორდა და მიმახვედრა რომ ამდენი დამთხვევა უბრალოდ შეუძლებელია.
-მართლა აღარ გიყვარვარ?
-ტყუილ სიყვარულს გიჯობს მართლა არ მიყვარდე.
-ვერ გავიგე.
-ჰო ვინც ვერ გაიგო ზუსტან შენ გგავს ამ წამს.
-ვინ მგავს?
-ვისაც ეს სიტყვები უთხრეს და ვერ გაიგო,ჩათვალა რო არასწორი წყობით ნათქვამი წინადადებაა
-ყველაფერი კარგად იქნება?
-თუ გინდა კი.
-თუ ყველაფერი კარგად იქნება და იქ იქნება უშენობა მაშინ მე არმინდა ის იყოს ჩემი ცხოვრება.
-შენ უკვე აირჩიე ცხოვრება ჩემ გარეშე.ნუღარ შემეხმიანები.
-შენ ჩემამდე მოხვალ.
-თუ გადამასწრებ და წინ დამელოდები თავისთავად.
-მიუხიდავად ყველაფრისა??
-დიახ.
-წარსულისაც?
-დიახ.თუმცა შენ ამას არ იზამ.
-რატომ გგონია.
-სუსტი ხარ მე შენ გიცნობ.შენ ყოველთვის ახალ მიზანს შოულობ და ძველს ივიწყებ რა დგან ძნელია.ჩვენ შემთხვევაში შენიმიზანი ჩემი სივყარულის დაცვა იყო.ეს თუ ვერ დაიცავი ამაზე დიდისსთვის რისთვის უნდა გაიბრძოლო?
-ახლა ვიბრძოლებ.
-შენ იმ მოღალატე ხალხს გავხარ ბრძოლის ველზე ბოლოს რომ შემოდიან მანამდე კი ათას რამეს ამოეფარებიან შიშის გამო.მერე კი თავი გმირები გონიათ.
-ასეთი ვარ?
-ასეთი ხარ,აასეთი ხარ.
-მაშინ მოგშორდები.
-შენ ეგ უკვე გააკეთე.არც არადროს ყოფილხარ ჩემთან.
-ეგ საიდან?
-შენიდან ისევ.
-შენსას კაცი ვერ გაიგებს.
-ღმერთმა დამიფაროს კაცმა გამიგოს
-მაგ მხრივ არ მითქვამს.ანუ ადამიანი ვერ გაგიგებსთქო,
-ჰოდა იყავი ადამიანურ სიცხოველეზე მეტი.
-ვიქნები.
-მჯერა მაგრამ თუ იქნები ჩემთვის არა.
-რატომ?
-მე აღარ ვარ შენთვის.
-რომ მითხარი თუ ადამიანს უნდა ყველაფერს აისრულებს თან თუ მიზანი კარგია მითუმეტესო.
-რა მიზანი?
-ისევ შემიყვარო.
-ყველაფერი შესაძლებელია.
-და არაფერია შეუძლებელი არა?
-ზუსტად.
-მაშინ დაიცადე.
-რას დავუცადო.
-ჩემს მეორე ზარს როცა დრო მოვა.
-მე არსად გავრბივარ იქ ვდგავარ სადაც ვდგავარ და როცა დრო მოვა უბრალოდ დავწვები და გადავიფარებ მიწით გამთბარ ლამაზ ბალახს ესაა და ეს.
-დამელოდე.
-მე სიყვარულს დაველოდები და თუ შენ იქნები რატომაც არა.
-შევხვდებით?
-კი სადღაც ოდესმე.
-მაშჲნ ოდესმემდე.
-ჰო ოდესმემდე.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев