1-2 კვერცხის ცილა,
250-300 გრ ყველი "მასკარპონე",
1/3 ჭიქა "მარსალა" (მაგარი სიცილიური სადესერტო ღვინო, რომელიც ძალიან ჰგავს "მადერას", ოღონდ, უფრო მეტ შაქარს შეიცავს),
3 ს/კ შავი ყავა,
1/2 ჭიქა ნაღები,
200 გრ სქელი ნაღები,
150 გრ ბისკვიტის ორცხობილა,
2-3 ს/კ ლიქიორი "ამარეტო", რომი ან ბრენდი,
25 გრ შოკოლადი.
1ჭ შაქარი
მომზადების წესი
მუსი: 3 კვერცხის გული გათქვიფეთ ორთქლის აბაზანაზე, წვრილ ნაკადად ჩაასხით 1/3 ჭიქა ღვინო, თქვეფა არ შეწყვიტოთ და გაათბეთ შესქელებამდე. გადადებული კვერცხის ცილა შაქრის პუდრასთან ერთად აქაფებამდე ათქვიფეთ. მუსი შეაგრილეთ და ცილას შეურიეთ. მასკარპონე ათქვიფეთ და აურიეთ 1/2 ყავასთან. დარჩენილი შაქრის პუდრა და ნაღები დაუმატეთ.
ცალკე ათქვიფეთ სქელი ნაღები. 1/2 ორცხობილა ჩაალბეთ დარჩენილ ლიქიორიან ან რომიან ყავაში. მოათავსეთ ორცხობილა ფორმებში და ფენებად დაადეთ ზედ მასკარპონე, დარჩენილი ორცხობილა, მუსი და ათქვეფილი ნაღები. გააცივეთ დესერტი 4 საათის განმავლობაში. სუფრაზე მიტანისას შოკოლადით გააფორმეთ.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев