არ სდზინავს და ამიტომ მე მინდა გავუიადვილო და მივცე ჩვენება-------------------უნდა ვაღიარო - ვანო მერაბიშვილის ბრალია, რომ მე მელოტი ვარ. რევოლუციამდე თმაქოჩორა ბიჭი ვიყავი... ნახეთ რა მიქნა ცხრა წლის განმავლობაში მისმა თანაპარტიელობამ... მისი მოღალატეობრივი და არაადამიანური საქციელის გამო იმდენჯერ დამიდგა თმები ყალყზე, რომ საბოლოოდ ყველა გამცვივდა... ისიც ვიცი, რომ მისი დეპარტამენტის რამდენიმე უფროსის ხელით, ღამ-ღამობით ახორციელებდნენ თმების პუტვასაც. დიახ, მე ამას პირველად ვამბობ - ვანო მოპუტულ თმებს აბარებდა და დიდ ფულს შოულობდა. ახლა ვაღიარებ, რომ ეს ელიტური კორუფციის გამო ხდებოდა ასე.. ბევრს უნდოდა თმების ბიზნესში ჩაჯდომა, მაგრამ ვანო არავის უთმობდა ამ სარფიან საქმეს. სინდისის ქენჯნით ვაღიარებ, რომ რამდენჯერმე გამეღვიძა კიდეც, როდესაც მისი ჯალათები თმებს მპუტავდნენ, მაგრამ დიდი ფსიქოლოგიური წნეხის გამო, შემეშინდა და თავი მოვიმძინარუნე. ახლა დადგა დრო ყველამ გაიგოს სიმართლე ვანო მერაბიშვილზე - მე უტყუარი მტკიცებულებებიც გამაჩნია. მზად ვარ კბილაშვილს მივცე ჩვენება.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев