თითქოს აქამდე არაფერი მეთქვას ამგვარი,
ისე მომძლავრდი სათქმელებად,ისე გაბევრდი-
ყველგან შენახარ,ყველაფერში...ყველა აბზაცში...
ყველა ფერებით შემიძლია შენი დახატვა,
შენი მაჯებით შემიძლია დროის გამოთვლა,
საკმარისია გავიხსენო შენი თვალები,
რომ ყინვაც იწყებს ჩემო თბილო,შენით გადნობას.
სულის მიდინარეც ნაწვიმარზე წყნარდება შენით
და დეკემბრების სიცივეშიც მიდგას აპრილი,
როც ქვეყანა ემსგავსება უკუნეთ ღამეს
მე შენ გეძახი და ძახილით ქრება მანძილი.
ახლა გულიდან ისე მინდა ჩემო,ამოგთქვა,
თითქოს აქამდე არაფერი მეთქვას ამგვარი,
შენ რომ არ მყავდე,ან სხვა იყო..ან არ მენახე-
რა იქნებოდა ეს ცხოვრება ასე დაღლილი.
http://myfriends.ge/profile.php?uid=9182
www.myfriends.ge .
...http://myfriends.ge/profile.php?uid=9182
www.myfriends.ge .
...http://m.odnoklassniki.ru/dk?st.cmd=altGroupMain&st.groupId=52211467485253&_prevCmd=userAltGroups&tkn=7631
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев