ამ ალბომის პირველი სინგლი Somewhere I Belong 2003 წლის თებერვალში გამოვიდა. ხოლო ალბომი - მარტის ბოლოს. გამოშვებიდან პირველივე კვირას მისი 810 000 ეგზემპლარი გაიყიდა, ხოლო საერთო ჯამში მსოფლიოს მასშტაბით 10 მილიონი. ალბომის გამოშვების შემდეგ მოაწყეს მეორე ტურნე, რომელსაც მოჰყვა სინგლის Faint გამოშვება. 2003 წელს მეტალიკას საზაფხულო ტურნეს შეუერთდნენ, ხოლო ტურნეს დასრულების შემდეგ გამოუშვეს სინგლი Numb და მასზე კლიპი პრაღაში გადაიღეს. 2003 წლის ნოემბერში გამოვიდა DVD Live in Texas. 2004 წლის დასაწყისში ბენდმა Meteora-ს მსოფლიო ტურნე დაიწყო. ტურნეს შემდეგ გადაიღეს ერთ-ერთი ყველაზე უფრო ამბიციური კლიპი სიმღერაზე Breaking the Habit.
http://odnoklassniki.ru/profile/533959572535/statuses
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев