,,
მგონი უშენობა თანდათან
ფერმკრთალდება,
ცას გარიჟრაჟის ფერი
დასდებია,
წარბებშევერცხლილი ღამე
მეპარება
ციმციმ-ვარსკვლავთცვენა
ხედავ რამდენია?..
მახსოვს-იმ ღამესაც ზუსტად
ასე იყო..
ჭადრების ხეივანს წყნარად
მივყვებოდით,
მე მადარებდი ძვირფას
ამეთვისტოს
ჩვენს ლამაზ სიყვარულზე
ოცნებით მიყვებოდი..
ხელჩაკიდებული მივდევდით ხეთა
ჩრდილებს,
ნაბიჯებს ვითვლიდით.. ერთი,. ორი,.
სამი...
ნაზი ამბორი არხევდა გულის
სიმებს
ცხოვრება ჩერდებოდა იქვე
ერთი წამით...
მერე?-ჩვენი გზები სადღაც
გაიყარა..
გზააბნეულები შევრჩით
ვარსკვლავთცვენას,
ღამის სიბნელეში ფეხიც
აიბლანდა-
სულ ტყუილად ვცდილობთ
თავის გადარჩენას...
სადმე შემოგვხვდება ორივეს
ვიღაც სხვა-
ჩვენსავით დაბნეულნი-ოღონდ
სულ სხვა გზიდან,
ხელებს ჩავკიდებთ და გავყვებით
ნაცნობ გზას, მაგრამ ეს არ იქნება
-,, სამი მეტრი -ციდან...,,
მ. ვ. 13.08.2012.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев