შეამჩნიე, რომ გაგექცა გონება? არ აწრიალდე, მშვიდად დაუბრუნდი ლოცვის იმ ადგილს, საიდანაც ყურადღება წაგერთვა.
- „იესოს ლოცვის“ ის ფორმა შეარჩიე, რომელიც უკეთესი იყოს შენთვის. „უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე, ცოდვილი“ ან „უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალე ჩვენ“ ან „იესუ, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე“.
- მარტოს ხმამაღლაც შეგიძლია ლოცვა და გულშიც.
- ლოცვისას არაფრის წარმოდგენა არ შეიძლება, არც ღმრთის ხატებისა, არც ზეციური სოფლისა, – არაფრის! წმიდა მამების აზრით, წარმოდგენა დიდი მშვინვიერი ძალაა და მისი გამოყენება ლოცვისას ყოვლად დაუშვებელია.
- ლოცვისას გაელვებულ ღმრთისმგმობ აზრებსა და არაწმიდა წარმოდგენებს ყურადღებას ნუ მიაქცევ, ყოველი მათგანი უწმიდური სულის, ეშმაკის კუთვნილებაა და თუკი არ მივყვებით, გაქრება, დაიკარგება.
- გულის ადგილსამყოფელის ძებნაც არაა საჭირო ლოცვისას. ეგ განმარტოებულად მცხოვრებ ხალხს, მონაზვნებს ეხებათ. დააკვირდი თავად ლოცვის სიტყვებს და გულმა თვითონ იცის, როდის შეუერთდეს ლოცვას.
#მარიკა
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев