ბობოქრობს ქარი ღელავს შავი ზღვა,
ახეთქებს ტალღებს განრისხებული,
თქეში გადმოდის ღვის ნაპირებზე,
უმზერს დიდ ძალით განდიდებული.
მღელვარებს, გვრგვინას, საშინლად ღელავს,
ისვრის ზეცაში ატყორცნილ სვეტებს,
–მისი ღმუილი არყევს მიდამოს,
დაფანტულ შვილებს ეძახის, ეძებს...
რა დაამშვიდებს მის მძვინვარებას,
უძლეველ გემებს აქა–იქ არყევს,
ქარის ზმუილი, ტალღების შხეფი,
ნაქუჩებ ბოღმას გულიდან ანთხევს.
ბათუმის პალმებს, მის სილამაზეს,
როგორ ამშვენებს ტალღების ღელვა,
ზეციდან წვიმის წამსკდარი ცრემლი,
შვილთა სისხლიან ნაკვალევს რეცხავს...
დედის გულივით ნუ შფოთავ ზღვაო,
სიმშვიდის ძალა შემოიკრიფე,
შენს მიწა–წყალზე დედური გრძნობით,
შენი შვილები კვლავ მოიძიე.
ლექსის ავტორი: იროდი ასანაშვილი
წიგნიდან "ნიკოფიისიდან დარუბანდამდე"
ავტორიაცია დაცულია ავტორის მიერ...
2013წ.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев