ლანდებმომეტებულ სივრცის სიმარტოვე...
როგორ გამიმეტე, ვნებამოძალული,
ფარულ ზმანებაშიც როგორ მიმატოვე?!
მგონი მიმელია ძალა, ცრემლშეპარულს,
თითქოს გადამიხსნეს სისხლის არტერია.
რაღაც მომაშველეთ, სულის სასაზრდოოდ -
ირგვლივ მოფანტულა მხოლოდ „მატერია“ .
თავგამომეტებით შავობს შეღამება,
ქანცგამოლეული სული დანებდება...
მერე ცალით-ცალ და სითბომოკლებული
ღამის დაფიონი აღარ გათენდება...
უკვე მერამდენედ ცრემლის ნიაღვარი,
ღაწვებს ჩამოდენილ, წვიმის ნაკადივით,
მილტობს გულისპირს და მაქცევს სინანულად,
რაღაც უსაშველოდ, სულს ღრღნის სახადივით!..
ვფიქრობ: სკეპტიკურად მიცქერს ყველაფერი,
არსებ გამოცლილი, აზრებ შეყინული;
ავლილ-ჩამოვლილი, განვლილ-გამოვლილი,
მაღალფარდობანი, მაგრამ მაინც ნული!
მიეთ-მოეთია (ვატყობ) ყველაფერი,
მარტო შენ გაგიჟებს შენი მწუხარება!
ლანდებმომეტებულ სივრცეც მივატოვე.
როგორ დაუნდობლობს ღამის მდუმარება...
მაკა ოკრიბელი
26.08.2015
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев