Предыдущая публикация
გული ვერ გამითბო ივნისის მზეწვიამ...
რავქნა, რომ არ მყავხარ (სული შენ მოგელის),
რა ვქნა, რომ უშენოდ დარდები მეწვია?
ჩემს ცაზე პირქუშობს ისევეს მარტი და
ჩემს ცაზე მზემ ღრუბლებს თავი ვერ გაართვა!..
იღბალმა მაჩუქა მე შენი თავი და
თუ მომცა, მითხარი, რატომღა წამართვა?!
ჩემს ცაზე დღეს ისევ პირქუშობს ღრუბელი,
ჩემს ცაზე ამინდი მარტობს და აპრილობს...
ბედ-ირბლის ტილოზე დამცინის მხატვარი:
ფერები აკლია (რატომღაც) ამ ტილოს...
რა ვქნა, რომ მანატრებს მე შენს თავს ივნისი
და შავბნელ ღრუბლებში ჩაფლულა მზეწვია?!
დღეს ძალა არ მყოფნის ვებრძოლო კაეშანს,
დღეს სულის კიდეზე დარდები მეწვია!..
/მაკა ოკრიბელი/
6.06.2015
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 3