ნიშნავს ეს იმას რომ ბიბლია თორა და ასე შემდეგ წიგნები უცვლელია?(Q10:64,6:34)პასუხი:
განმარტება 1) ჩვენ იმისთვის რომ ეს კარგად გავიგოთ ყურანისმიერი ინტერპრეტაცია უნდა შეგვეძლოს და არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული მხოლოდ და მხოლოდ ერთ აიათზე.ალლაჰის სიტყვა ნიშნავს არა ბიბლიას და ასე შემდეგ არამედ მის დაპირებას,აღთქმას და ამას გავენებთ ყურანიდან. დავხედოთ აიათს სადაც წერია მსგავსი: მაგალიტად 40:7 ამგვარად, ახდა შენი ღმერთის სიტყვა მათსა ზედა, რომელთაც უარყვეს, რომ ეგენი არიან ცეცხლის ბინადარნი. ..რა საოცარია ნუჰის,ადის და სხვის ხალხზე თევრათი ან ყურანი ან ინჯილი ახდა?? ეს ხომ აფსურდია? აქ ნათქვამია იმაზე რომ ალლაჰმა მათზე ანუ ურწმუნო ხალხს ჯოჯოხეთი აუთვა და ასევე ის სიტყვა გაცხადდა მათზე რომ უნდა განადგურებულიყვნენ.და ალლაჰის აღთქმას,ანდა ამ ხალხზე ახდენილ სიტყვას ვინმე შეცვლის(გადაავადებს ან შეულის ხელს?).ანუ ყურანი გულისხმობს რომ ალლაჰის აღთქმას მის სიტყვებს ურწმუნოთა განადგურებაზე,სამოთხის და ჯოჯოხეთის დაპირებაზე, ვერავინ შეცვლის..ეს უფრო ნათლადაა სურა 15:5: ვერც ერთი ერი ვერ დააჩქარებს მისთვის დანიშნულ დროს და ვერც გადაავადებს მას! ..აჰა ესეიგი ვერავინ ვერ შეცვლის იმ დროს და ვერც ვერაფერს ვერ გააკეთებს გარდა ალლაჰისა...ასევე სიტყვა იგივე მნიშნვნელობითააა სურა 42:14,21 41:45 27:82,85,ასევე სურა 28:63 ში სიტყვა ანუ აღთქმა ურწმუნოტათვის როცა აღსრულდება ასე იტყვიან ურწმუნოები..და სხვა სურებიცაა:14:24..ალლაჰის ართქმაა ჭეშმარიტია სურა 28:13..ასევე სურა 30:6 ესაა ალლაჰის აღთქმა, არ შეცვლის ალლაჰი თავის აღთქმას..ალლაჰზე შეიძება ტყუილი შეთზან თევრათის დამახინჯებით და ასე შემდეგ(სურა 10:69) და მის სიტყვებს(აღთქმას) ვერავინ ვერ შეცვლის,და ვერც გადაავადებს..სურა 4 122 იქ დარჩებიან სამუდამოდ, ალლაჰის აღთქმა ჭეშმარიტებაა. და ვისია სიტყვა ალლაჰის სიტყვაზე უფრო ჭეშმარიტი?..აჰა როგორც ვნახეთ სიტყვა გულისმხობს არა მის წიგნებს არამედ მის აღთქმას და კონკრეტულად სიტყვებს..ყურანში ღვთიურ წერილებს ეწოდება ღვთიური წერილი,შთაგონება,და სიტყვა არა.ნუ სიტყვაც მაგრამ უფრო დანარჩენი>(სურა 3:184 29:27 10:37)..ასევე არგუმენტის გასაძლიერებლად და უფრო გასაგებად სურა 10:64 4. მათთვისაა ხარება ამქვეყნადაც და იმქვეყნადაც. ალლაჰის სიტყვები შეუცვლელია. სწორედ ესაა უდიდესი ნეტარება! ..აქიდანაც უფრო ჩანს რომ ლაპარაკია სამოთხის,აღთქმაზე,რომ სიტყვები უცვლელიაო.am aiatshi rom daukvirdet sruliad uadgiloa imus tkma da gulisxmoba rom bibluazea saubario.amitom laparakia aq mis danapirebze..
განმარტება 2) ამ აიათებში წერია სიტყვა:ქელიმეთ,და ყურანში ალლაჰის სიტყვას ანუ ბიბლიას არ ეწწოდება ქელიმეთ,არამედ ქელამ(სურა 9:5,6სურა 2:75 48:15)..ვნახოთ ქელიმეთ რა მნიშვნელობითაა ყურანში და ისიც რომ ქელიმეთ არ მიუთითებს ღვთიურ გზავნილებს,ამ სურრებში "ქელიმეთ წერია": 42:14 48:26 42:21 39:71,19 (23:100 20:129 18:5 (14:26 14:24 11:119 11:110 10:19 9:74 9:40 (3:45 3:39: (3:64 როგორც ვნახეთ ქელიმეთ ვერანაირად ვერ შეიძლება იყოს ღვთური წერილი,არამედ დაპირება,აღთქმა და სიტყვები.ყურანში არსად ეწოდება რვთიურ წერილებს ქელიმეთ არამედ ქელამ,და ქალიმ..,და მნიშნველოოვანი:სურა 2 124: აკი, სიტყვებით(ქელიმეთ) გამოსცადა იბრაჰიმი მისმა ღმერთმა და მანაც აღასრულა ისინი(სიტყვები),აჰა აქაც ნიშნავს თევრათშ??/ ალლაჰმა თევრათით ან ინჯილით გამოსცადა,და ბიბლია აღასრულა??? არა.
ისლამი გვასწავლის რომ ბიბლია შეცვლილია.ლოგიკურადაც ასეა.მტკიცებულება:(სურა 3:78)
სურა 2:79 ვაი მათ, რომელნიც წიგნს, მცირე ფასად რომ გაყიდონ, თავისი ხელით წერენ, მერე კი ამბობენ: ეს ალლაჰისგანააო! და ვაი იმათ იმისათვის, რაც წერეს მათმა ხელებმა! და ვაი (იმ სასჯელ), რასაც მათი ხელები მოიხვეჭენ ამისათვის! ..
ამ აიათს თუ წაიკითხავთ სრულ კონტექსტში,ეს მიუთითებს იუდეველებზე,რომ მათ შეცვალეს თორა ანუ თავიანთი ხელით შეცვალეს წიგნი და ტქვეს რომ ეს ალლაჰის წიგნიაო.,ამიტომ ყურანი ამბობს რომ ვაი მათ ხელებს რაც დაწერესო...ზოგი იტყვის რომ ეგ შეიძლება თალმუდზეც ითქვას რომ თავიანთი ხელით დაწერეს და თვეს ალლაჰისგანააო,,,ჯერ ერთი იუდეველები არ მიჩნევენ თალმუდს ალლაჰის წიგნს,და არც ღვთისგან შთაგონებულს და არასდროს ანუ შუამავალ მუჰამმადამდე არ უთქვიათ რომ ალლაჰისგანააო ან ალლაჰის წიგნიაო..მეორე, კონტექსტში თუ წაკიკითხავთ 77 აიათიდან 80 მდე,აღმოაჩენთ რომ თევრათზეა ლაპარაკი.განსაკუთრებუთ კი დაუკვირდით 78 აიათს.....,.ანუ 78 აიათი ამბობს არიან ზოგნიო ვინც წერა არ იცისო..აიათი 79 მიუთითებს იმებზე ვინც შეცვალა(ანუ რაბინები)..თუ ალლაჰის წიგნები შეცვლილი არ იყო რატომ მოვიდა ყურანი მათთა დასამოწმებლად(სურა 3 :3 2:41,89 2:101 46:12)??..ნუ ვთქვათ ვიღაცამ თქვა რომ მე კაცი მოვკალიო და მე ვამოწმებ და ვადასტურებ რომ მან მართლა კაცი მოკლა და თუ ვიტყვი რომ არ მოუკლავსო მე არ ვამოწმებ და არც ვადასტურებ,ყუირანიც ასე ადასტურებს თუ რა თქვა ინჯილმა და თევრათმა...მაშ თუ ასეა ყურანი ამბობს რომ იესო ჯვარს არ უცვავთ(რადგან ასე წერია სახარებაშიც ასე უნდა ეწეროს რადგან ამოწმებს),ახლანდელ ინჯილში იესო ჯვარცმულია,ამიტომ ლოგიკით რო მმივყვეთ შეცვლილია ინჯილი..ყურანი ამბბოს რომ ალლაჰს არ უშვია მშობელი არ ყოფილა,და არც შობილა(იჰლას სურა) და ბიბლიის მიხედვით კი მას უამრავი შვილი ყავს და ალლაჰი მათი მამაა.ყურანის მიხედვიტ შეთანხმება ისმაილმა და იბრაჰიმმა(ას) დადეს,ბიბლიის მიხედვიტ კი ისჰაქმა და იბრაჰიმმა(ას).კიდევ ბევრი წინააღმდეგობაა რაც მოწმობს იმას რომ ბიბლიის ნაწილი შეცვლილია..ზოგი იტყვის რომ ყურანის ავტორს არ ექნებოდა საკმარისი ცოდნა ამეებზეო მაგრამ ასც რომ იყოს ქრისტიანები არ ამხელდნენ მას? ან ანდა სალმან ფერისი რომელიც ქრისტიანობიდან ისლამშ მოვიდა არ ეტყოდა შამავალს რომ მათ ისა ხარება იესოს ჯვარცმას ქადაგებს??? და სხვა.და კიდევ ყურანი დამოწმებაა მათი და რა მნიშვნელობა აქ ამ ნათქვამს...იბნ აბბასიც(რადიალლაჰუ ანჰ) შუამავლი მუჰამმადის(სავ) ბიძაშვილი უფრო ცხადად გვეუბნება რომ იუდეველებმა და ქრისტიანებმა შეცვალეს. წიგნები.იბნ აბბასს შეგვიძლია ვენდოთ რადგან შუამავალმა მუჰამმადმა მისთვის ილოცა რომ ყურანი და ისლამი ესწავლა კარგად და ასე ვთქვათ დიდი მეცნიერი ყოფილიყო ისლამის(ბუხარი1 3 75 და მუსლიმი 31 6055).ამიტომაც იბნ აბბასი ამბობს სახიხ ჰადისებში ასე:ო მუსლიმთა ჯგუფო როგორ შეგიძიათ ღვთიური წიგნის ხალხს რამე შეეკითხოთ როცა თქვენი წგინი ყურანი რომელიც ალლაჰმა გარდმოუვლინა შუამავალს(სავ) შეიცავს ბოლო სიახლეებს,რომელიც არც დამახინჯებულია და წმიდაა..ალლაჰმა გითხრათ რომ ეჰლილ ქიტაბმა შეცვალა ალლაჰის წიგნები ,დაამახინჯა ,დაწერეს თავიანთი ხელით და თქვეს ეს ალლაჰისგანააო(ბუხარი 9 93 614 და 613 ნესაი 5305). ..მაგრამ ბიბლია მაინც შეიცავს მრავალ სიმართლეს,რაც ყურანს ეთანხმება,რადგან ყურანი ამბობს რომ ახლანდელ თევრათშიც იყო ალლაჰის მითითებანი (სურა 5 43).ყურანი ამბობს რომ "ჩვენ დავუწერერეტ კბილი კბილის წილ"და სხვა(სურა 5:45).მართლაც ახლანდელ ტევრათშიც არის(გამოსვლა 21:24-27).,ერთი ღმერთისადმი თაყვანისცემა(მეორე რჯული 6:4 და 32:39 10:20) შაბათი რომელიც იყო იუდეველთათვის.10 მცნება და სხვა ბევრი.მე შევეცდები ისეთი მუხლები განვმარტო და ავხსნა,სადაც ძველი წიგნები შეუცვლელი ჩანს ანუ ისეთ აზრს გამოიტან გეგონება,რომ შეცვლილი არ იყოს ალლაჰის წიგნები.ნუ ყურანი ორიგინალურ წიგნებს მოწმობს და ამბობს რომ მათშია ალლაჰის სინათლე,და არა რაბინების ხელი. მაშ:
1)სურა 5 46:და როგორ დაგაყენებენ შენ მსაჯულად, როცა თევრათი აქვთ მაგათ, მასშია მითითებანი ალლაჰისა! მერე კი ზურგს აქცევენ ამის შემდგომ და ეგენი არ არიან მორწმუნენი
ეს აიათი არის კონკრეტული დროისთვის,ანუ როცა იუდეველები მოვიდნენ შუამავალთან იმის გასაგებად რომ სასჯელი რა არის არალეგალური სექსისთვისო,არადა მათ თევრათში წერია ჩაქოლვა არის,მათ კი არ უნდოდათ ამის შესრულება ამიტომ იფიქრეს რომ მუჰამედი უფრო ადვილს გვირჩევს,და როცა მივიდნენ , შუამავალმა თქვა რომ რა არის ამისი სასჯელი ტევრათში? მათ იცრუეს და მოიტყუეს ვითომდა ჩაქოლვა არ იყოს.აბდულლაჰ ბინ სალამმა თქვა რომ ისინი ტყუიანო და ხელი დაბლა დაწიონ წიგნის ადგილიდან,და რ ოცა სინამდვილე გამოაშკარავდა ორივე თევრათის მიხედვით დაისაჯა.აქედან ჩანს რომ თევრათში ჯერ კიდევ არის ალლაჰის მიტითებანი.იბნ ქესირიც ასე მარტავს და მისი ტეფსირი იხილეთ...
2) 3: 93 ყოველგვარი საჭმელი ნებადართული იყო ისრაილის შვილთათვის, გარდა იმისა, რაც იაღყუბმა თავად აუკრძალა საკუთარ თავს იქამდე, სანამ თევრათი მოევლინებოდა. (ო, მუჰამმედ) უთხარი მათ: მოიტანეთ თევრათი და წაიკითხეთ ის, თუკი ხართ მართალნი!
ისევ ვიმეორებ თევრათი ჯერ კიდევ შეცავს მრავალ სიმართლეს.ეს აიათიც კონკრეტულ შემტხვევაში გარდმოევლინა,სანამ თეფზირებზე გადავალ მოკლედ ვიტყვი,იუდეველებმა იცრუეს საჭმელთან დაკავშირებით,რაც თორაში არ ეწერა და შემდეგ აიათი გარდმოევლინა რომ თუკი მართალნი არიან მოიტანონ და წაკიკითხონ ტორა...ეს სულაც არ ნიშNავს რომ თორა უცვლელია...ეს იგივეა,რომ ქრისტიანებმა მითხრას" იესო ამბობს სახარებაში რომ მე ღმერთი ვარო".მე ვეტყვი მოიტანე სახარება და მაჩვენე სად წერია..ნუ მე მათ თავიანთი წიგნით ვებრძოლები,და დისპუტს ვაკეთებ თავიანთი წიგნებიდან და მე ამ დროს სულაც არ მჯერა რომ მათი სახარება 100 პროცენტით შეუცვლელია,ან ორიგინალია,რომელსაც ისა(ას) ქადაგებდა
3)ერთერთი ქრისტიანი აპოლოგი ამბობს რომ"ჰადისში ბუხარიში წერია რომ ვარაყა წერდა სახარებას რამდენიც ალლაჰს უნდოდა,და თუ საცხხარება შეცხვლილია რატომ უნდა ალლაჰს რომ მან დაწეროს".ამაზე პასუხი მარტივია:
პირველი: ეს ნიშნავს იმას რომ ალლაჰის ნებით წერდა,ამ ქვეყანაზე ყველაფერი ალლაჰის ნებით ხდება
მეორე:სურა 10 88 და უთხრა მუსამ: „ღმერთო ჩვენო! ნუთუ იმისათვის უბოძე შენ ფარაონს და მის დიდებულებს ამქვეყნიურ ცხოვრებაში ბრწყინვალება და სიმდიდრე, რათა გადამცდარიყვნენ შენივე გზისაგან? ღმერთო ჩვენო! მოჰგავე მათი სიმდიდრე და გაუსასტიკე გულები, რათა ვერ შეძლონ ირწმუნონ, სანამ არ ნახავენ მწარე სასჯელს!“.....
ამ ლოგიკით თუ ვიმსჯელებთ ფარაონი მართალი ყოფილა და მორწმუნე ყოფილა.და როგორ უნდა მიეცა ალლაჰს მისთვის ამ ქვეყანაში სიმდიდრე თუკი ურწმუნო იყო იყო?მესამე:დანიელი 1:2 ხელში ჩაუგდო მას უფალმა.. ღვთის სახლის ჭურჭლეულის ნაწილი, და გაგზავნა შინყარის ქვეყანაში, თავისი ღმერთის სახლში, და თავისი ღმერთის საგანძურში შეიტანა ჭურჭლეული.
რა საინტერესოა, ნაბუქოდონოსორი კერპტაყვანისმცემელია და ურჯულოზე ურჯულოა და თუკი ის ცუდია რატომ ჩაუგდო უფალმა მას ხელში ის რაც ღმერთს ეკუთვნიდა?
4) ყურანი ამბობს რომ თუ რამე ეჭვი აქ შუამავალს უნდა დაეკითხოს წიგნის ხალხს და რატომ?
პასუხი: ეს არ ამტკიცებს რომ ბიბლია უცვლელია,ბიბლიაში ბევრი სიმართლეა,და შეცვლილია ის რაც ყურანს ეწინააღმდეგება და სუნნას.ეს რომ გავიგოთ კარგად უნა წავიკითხოთ კონტექსტში:
16:43 21:7 და არ მოგვივლენია ჩვენ შენამდე, თუ არა ადამიანნი, რომელთაც შთავაგონებდით. თუ თქვენ არ იცით, მაშ, ჰკითხეთ მცოდნეებს (სწავლულებს).7. და არ წარმოგვიგზავნია შენამდე, გარდა ადამიანისა, რომელთაც ზეშთავაგონებდით. მაშ, თუკი არ იცით, ჰკითხეთ ცოდნის მფლობელთ!
როგორც ვნახეთ ეს მუხლები მიუთითებს წარმართ მექქელებზე რომლებიც ეჭვობდნენ რომ თუ შეიძლება ან როგორ შეიძება ადამიანი იყოს შუამავალიო?,მაგრამ რომ კითხონ წიგნის ხალხს ისინი ეტყვიან რომ ადამიანი შუამავლები იყვნენ უწინაც..ეს მუხლი როგორც ჩანს მტკიცებულებისთვის არის,რომ არ გონებოდათ მუჰამმადმა(სავ) მოიფიქრაო.ანუ მანამდეც იყო ასეთი შუამავლებიო(ადამიანი) და არ ყოფილიყო შუამავლის ცრუ ნათქვამი.მუხლ 3-ში თქვეს წარმართებმა:
რომელთაც უსამართლობა ჰქნეს: „განა ეს ისეთივე ადამიანი არ არის, როგორიც თქვენ? ნუთუ თქვენ აჰყვებით ჯადოქრობას, რომელსაც თვალნათლივ ხედავთ?“ .....და შემდეგ ამის პასუხი არის აიათი 7 და 8..
შუამავალსაც ალლაჰი მსგავსად ეუბნება სურა 10: და ვფიცავ, რომ ჩვენ დავასახლეთ ისრაილის შვილნი მშვენიერ ქვეყანაში და სარჩოდ ვუბოძეთ სიკეთეთაგან. და არ ჰქონიათ უთანხმოება, ვიდრე ცოდნა არ ებოძებოდათ. უეჭველად, აღდგომის დღეს შენი ღმერთი განსჯის მათ შორის იმას, რაზეც ვერ თანხმდებოდნენ!
94. ამის შემდეგ, თუ შენ ეჭვი შეგიპყრობს იმაში, რაც ჩვენ გარდმოგივლინეთ, მაშინ დაეკითხე, რომელნიც კითხულობდნენ წიგნს შენამდე. ვფიცავ, შენ გებოძა ჭეშმარიტება შენი ღმერთისგან. მაშ, ნუ იქნები იჭვნეულთაგან!
ეს აიათი არის იმისთვის რომ შუამავალს ეჭვები არ ქონოდა.ალლაჰი უყვება შუამავალს ისრაილის ძეების ამბავს,და თუ ეჭვი შეეპარება რომ ეს ტყუილია დაეკითხოს ისრაელის ძეთ რომ დარწმუნდეს
5)სურა 28: და როცა მიუვიდათ ჩემგან ჭეშმარიტება, თქვეს: „რატომ მას არ ებოძა ის, რაც ებოძა მუსას?“ განა არ უარყვეს ის, რაც წინათ ებოძა მუსას? მათ თქვეს: „ეს ორი ჯადოქრობა ერთმანეთს ეხმარება.“ და დასძინეს: „უეჭველად, უარვყოფთ ყველას!“
49. უთხარი: „თუ სიმართლეს ამბობთ, მოიტანეთ წიგნი ალლაჰისგან, რომელიც ამ ორზე უკეთესი წინამძღოლი იქნება და მეც მივყვები მას!“
ეს მუსლი არის წარმართებზე ნათქვამი:რომ მათ არ იწამეს თორა როგორც ყურანი,მათ თორადან იპოვეს მტკიცებულება იმისა რომ ყურანი ეთანხმება თორას და ორივე ღვთის წიგნია,ანუ ერთნაირია.და ეს მუხლებიმოუწოდებს წარმართებს რომ თუ ისინი უარყოფენ ყურანს და თევრათს მათ უნდა მოიტანონ ამ ორზე კარგი წიგნი.
https://www.youtube.com/watch?v=nHugY2QXqNk რამოდენიმე შეკითხვა იბადება აქ:
...http://www.faith.ge/?p=91 (1,2,3 რომ აღვნიშნავ ეს აბზაცები იქნება თუ რომელს ვპასუხობ)
...http://www.orthodoxy.ge/apologetika/sadziebeli/sadziebeli2.htm პასუხი:ჯერ დავიწყებ იქიდან რომ ღმერთი რატომ ვერ განკაცდებოდა,მაგალიტს მოვიყვან:აი მაგალიტად ილია მეორეზე რომ თქვან ილია მეორე ეკლესიაში საცეკვაოდ მოდის და უნდა იცეკვოს სპრიპტიზიო,და ამას ხომ არავინ დაიჯერებდა და არც იზავდა პატიოსანი ილია მეორე ამას.
...Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев