ცომი: 2 კვერცხი და 1 ჭიქა (200 გრამიანი) შაქარი ავთქვიფოთ + 3 ს.კ თაფლი + 3 ს.კ რძე + 1 ჩ.კ სოდა-ძმრით, მწიკვი მარილი და ვანილი.ფქვილი 3- 4 ჭიქამდე. ეს მასა (ფქვილის გარდა) შემოვდგათ ძალიან დაბალ ცეცხლზე და ვურიოთ სულ სანამ არ ამოფუვდება და ფერს არ შეიცვლის,შემდეგ ვიწყებთ ფქვილის დამატებას ნელ
ნელა ცეცხლზევე ,უკვე ერთ მასად რომ შეიკვრება გადმოვიგებთ სამუშაო მაგიდაზე და გადავზილავთ ,უნდა მივიღოთ ნაზი ცომი. გავყოფთ 3 ნაწილად ,დავასვენებთ 20 წუთი და გამოვაცხობთ გახურებულ ჟარუნაზე,ძალიან მალე ცხვება.
კრემი: ნახევარი ლიტრი რძე+ 1 ჭიქა შაქარი + 4 ს.კ ფქვილი .მოვადუღოთ ფაფა და რომ გაცივდება შევათქვიფოთ კარგად ათქვეფილი 250 გრ.კარაქი + ვანილი.
გლაზური: 3 ს.კ კაკაო + ნახევარი ჭიქა შაქარი + 3 ს.კ რძე + 50 გრ.კარაქი, მივიყვანოთ ადუღებამდე , დავამატოთ ნახევარი კოვზი ზეთი,ოდნავ გავაგრილოთ და მოვასხათ ნამცხვარს.
ფირფიტები ალბათ გამაგრდება გაციებისას,მარა მერე კრემი ჩაარბილებს!
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 13