ოჯახი მარტო ის ადგილი არ არის, სადაც შენი პირადი ნივთები ინახება...
ოჯახი, ეს სიწმინდეა, ყოველგვარ მატერიალურზე და ფიზიკურზე მაღლა მდგომი!
ოჯახი უპირატესად ის ადგილია, სადაც შენთვის ძვირფასი ადამიანები ცხოვრობენ, რომელთაც ვერასდროს ჩაანაცვლებს სხვა!
ოჯახი-ერთმანეთზე ზრუნვაა! დაცვაა! სიმყუდროვეა! უპირობო ნდობაა! სიყვარულია!.. ერთად გამოცდილი და ერთმანეთისაგან ნასწავლი ცხოვრებაა! დათმობაა, პატიებაა, ოჯახში ერთის წარმატება-მთელი ოჯახის წარმატებაა! ერთის მარცხი-საერთო ტკივილია!
ნამდვილ ოჯახში არ არსებობს მცნება "შენი" და "ჩემი"... ოჯახი არის "ჩვენ" -და ეს მცნება არასოდეს უნდა დაარღვიო!
ოჯახის ბედნიერებისთვის ბევრ რამეზე უნდა თქვა უარი, ოჯახი ვერ ითმენს ტყუილს, ღალატს და უსამართლობას!
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1