Предыдущая публикация
მაშინვე ამოვიცანი,
ამოვიცანი იმიტომ, რომ ჩემი ცხოვრების ხარ საფიცარი,
მიყვარდი და ეხლა უფრო ძლიერ შემიყვარდი, ჩემო ოცნებავ,
ოცნებავ, ჩემო ახდენილო, შენ ხარ მართლა საოცრება.
შენი ღიმილი, შენი თვალები, მე არ ამომდის თავიდან,
ღიმილი თუ ჩემი იქნება, ცხოვრებას დავიწყებ თავიდან.
დავიწყებ თავიდან იმიტომ, რომ დღემდე იყო შავთეთრი,
შენი გამოჩენის მერე მოწყალეა ჩემთვის ღმერთი .
ჩემთვის შენი თვალები გამორჩეულია და ერთადერთი,
ჩემთვის შენ ხარ საოცნებო სიყვარულის ქალღმერთი .
შენა ხარ ჩემი ღამის ნათელი და ჩემი სინათლე
შენ თავს ვფიცავარ, თითოეული სიტყვაა წრფელი სიმართლე.
ავტორი:გიორგი მოდებაძე
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 99