-
იბრძოლეო
უთქვამთ
ეკლებს მოაშორე ვარდი,
მე კი მეცინება რადგან
თავად საბრძოლველი
გავხდით...
ნაბიჯს არ გადავდგამთ ზედმეტს
და
ეს სიამაყე გვღუპავს...
სულის გვიძნელდება შველა,
ხიბლში ვიმყოფებით მუდამ..
სხეულს ვაღმერთებთ და მერე
ჩვენს თავს მოსაწონად ვაჩენთ
არ ვთმობთ ერთმანეთის გამო
სიტყვას არასოდეს ვარჩენ.
გვიჭირს ერთგულება, ძმობა
ლხინში იფანტება ყველა,
ჭირში მოჩვენებით დგანან
თითქოს მართლა სურდეთ
შველა..
შენ კი შენ ცხოვრებას აფენ
თითქოს ხალიჩაა სული,
ზედ რომ გადაგივლის ყველა
მერე გეტკინება გული...
სული ეკუთვნისო უფალს,
უნდა ბორკილები ადო,
ვისაც სიყალბე აქვს გულში,
ფიქრიც არასოდეს ანდო..
თორემ წაიღებს და ქვეყნად
მცდარად მოგიგონებს რამეს,
შურით განიზრახავს ავს და
ასე გაგიტეხავს სახელს..
ფრთხილად, ბოროტებას
ღვიძავს,
მუდამ ფხიზლადაა იგი,
მაგრამ უფლის გზაზე მდგარი,
ყველა თავის სათქმელს
იტყვის....
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев