სერა რუსულაშვილი
ე წიგნ თუ შენ შაადგინე,
ფულ ეღირება "კანიშნა",
შენთვის არაფერ მითხოვავ,
რას იყვედრები, ღანიშავ?
ზომიერება იცოდე,
თავი არასდროს აიშვა,
გადიდებული ეტყობი,
შენმა სიტყვებმა მანიშნა.
სამადლო არაფერი მჭირს,
განა ქალი ვარ, "ბარიშნა".
წიგნსაც ვიყიდი, რვეულსაც,
არ მინდა შენი შანიშვნა.
ემაგის გამოშვებაში
ბევრს მიიღებდი საზღაურს,
სიღარიბიდან ამოხვალთ,
რა გიჭირთ შენ და მახაურს.
გაუხარდება ფშავლებსა:
იქაურსა და აქაურს,
მიიზიდავდით მკითხველსა,
კარგს დაარქმევდით სათაურს!
1
უკანა ფშაველი
21:01
პასუხი სერას:
მიხეილ ღანიშაშვილი – ილტოსპირელი
ნეტავ რას გადაგვეკიდა
მე და მახაურს სერაო?
ემაგას ის ურჩევნავის,
მოძებნოს თავის ფერაო!
მწარეებს ვეტყვი ლექსებსა,
თუკი არ დააყენაო,
სულაც არაფრად გამაჩნავ
ლაფანყურელის კბენაო,
სუ ერთ ადგილზე მკიდავის
მაგის აზრები ქვენაო.
21:02
ამ პოეზიის ჩანაწერის შემდეგ ვიღაცამ დაწერა კომენტარი ლექსად, მაგრამ ვინაობა არ გაამხილა – უცნობი ფშაველი (ახალი ფშაველი) –მ.ღანიშაშვილს
„ენაზე რაც მოგადგება,
განა თქმა უნდა ყველასა,
არ მამეწონა პასუხი,
რო ჰკადრე ძია სერასა.
უპასუხოდ არ დაგწირავს,
ეგ არ შაირჩენს წყენასა,
ძირფესვიანად ამოგთხრისთ,
შენ და შენ საკიდელასა,
სუ ტყუილად კი აწვალებ,
აემაგ საჭინთველასა.
21:04
Adam Bekauri შემდეგ კი ჩემი კომენტარი ასევე ლექსად – ვინ აგდებს აინუნშია,
ფუჩეჩს ან ნორჩს ან ხმელასა.
თუნდაც ჯერ კიდევ მწვანესა,
ხშირ ხშირად მოსარწყველასა.
ყველა ტაროთი აფასებს,
გინდ ნედლსა გინდა ქერასა.
მარტოკა კლერტი ვის უნდა?
გინდ ალვას ჰგავდეს, თელასა...
ვინ რაში გამაიყენებს?
ტყუილად მოსაჭრელასა...
აფასებენ კი მხოლოდა,
ტარო თუ მოსდევს ხელასა.
საღსა და გამოსადეგსა,
ძნელად სამ მოსათელასა.
ხან კი დროული უკეთ სთიბს,
თუ ხმარობს ნაწრთობ ცელასა.
ხშირ ხშირად გამოწკეპილსა,
21:05
მიხეილ ღანიშაშვილი– "უცნობ ფშაველს"
იმ უცნობ ფშაველს უთხარით:
ნუ აუტანავ წერასა,
ნუ უკუვდება საწუთროს,
სხვისა გაჭრილს ნუ ჰკერავსა.
ნურც ჩემ საკიდელს ებღრევა,
მიჰხედოს თავის კერასა,
არც ამ ჩემ საჭინთველაში
ურჩევდი დიდხანს ცქერასა.
პირველი დაუნდო არი,
მომვხდურს მარჯვედა სჩხვერავსა,
მეორეც არ აპატიებს,
სუ ყვითლად გადაჰფერავსა.
თუკი პასუხის თავ ექნა,
ლექსებს მშვენივრად სწერავსა,
კუდა ხარები ვექილად
არა სჭირდება სერასა?
21:05
უცნობი (ახალი ფშაველის) პასუხი მიხეილ ღანიშაშვილს –--------------------- გეტყობა სკაპრიზებითა,
კარგად იქავებ ენასა.
დაუკრეფავში სჯეჯილობ,
არ ერიდები წყენასა.
ხან კარგებსაც სწერ უნდა ვთქვა,
ხან კი აწვალებ ქვენასა.
რო იკბინები მაგონებ,
ბუზანკალსა და კელასა.
კიოთ კი მაიქავებდი,
აემაგ საჭინთველასა,
თუ მიიწვდენდი ცოტაად,
საკიდელაის წვერასა.
უკან არ შემოგიბრუნდეს
სხვისად რო სცდილობ რქენასა.
21:06
Mixeil Ganishashvili
ლაფანყურელივ იქნება
ექ რო უყურებთ მკბენარსა,
უსახოს, უგვარ–სახელოს,
დანამდვილებით მქვენარსა.
ძაან კი რასამ დაჰბრუნავს
ჩემ საკიდელს და კვერასა,
აზუსტებს იმის სიგრძესა,
ქურებს ვნებითა ჰქვერავსა.
რა უნდა ამ უგვარ–ტომოს,
რა ეშმაკი რა ჰბერავსა?
ეგეთ "ხლამ" ბევრ გადაუვლავ
ილტოსპირელსა ქერასა.
ტყავშიით რადრა ძვრებიან,
რადრა მირევენ მღერასა,
ნეტა ე ჭია–ღუები
გამამრჩებიან მე რასა!?
ერთი ეგ მეგამოცანა,
ვერაფრით ვუგებ ვერასა:
რად უყვარს მახრჩობელისად
სუ მუდამ დევნა მელასა?!.
21:07
Axali Fshaveli Fshavelili ის პასუხი– მიხეილ ღანიშაშვილს –––––––––––––––––––––––––––––––-----------ეხლა კი მართლა დავრწმუნდი,
მიშავ ჰყოფილხარ მჯღაბნელი.
კახურებ გამოურიე,
რო გაგითავდა სათქმელი.
საჯაროდ სად გინახავის,
უწმაწურობდეს ფშაველი..
21:08
mixeil Ganishashvili
ნეტა შენ უთქმელ მე რა ვთქვი,
რა ააქაფე მთა–ველი,
ან სად, როდის და ვისთანა
დაუკრეფავში შაველი?
რა უყისმათო კაცი ვარ,
მიმრავლობს ცილისმწამელი,
მე მამუნათებს, თუ სად ვინ
გაივლის ხურმის მჭამელი!
ფშავლის და იმის კაფიის
ვინც იცის ყველა მტკაველი,
ჩემ ლექს არ გაუკვირდება,
მეტოქის წელში მკაველი!
თუ მაინც რა მაეჩვენოს
ვინმეს სიყროლის მგაველი,
ილტოსპირელს ნუ გაჰყვება,
შინ დაჯდეს გვერდის მქაველი!
21:08
დათო თეთრაულის იგივე– Axali Fshaveli Fshaveli –ს პასუხი მიშა ღანიშაშვილს–––––––
კიოთ კი გაინტერესებს,
ეს ინკოგნიტო ფშაველი.
ძნელია კაცთან ილექსო,
როცა არ იცი სახელი.
მართლა და სერა ძიასა,
აბა რად უნდა დამცველი,
პასუხზე მწყრალად არ არის,
თუკი რამაა აქვს სათქმელი.
ადამის შრომაც დაფასდა,
მგონი იცინა რამდენი.
თავადაც კარგებს აკვესაებს,
ღმერთმა უცოცხლოს გამჩენი.
ჩვენც კარგად ვიღერღულავეთ,
არცერთ ვიყავით დამთმენი.
კაფიაც გამოგვივიდა,
არც ერბო აკლდა არც წვენი.
არც ის მგონია რომ ვიყოთ,
შინშებ ერთურთზე ნაწყენი.
თოხნაში დამიძახოდე,
გვედს დაგიმშვენებს ძმა შენი.
––– – – – – – – – – – – – –
p.s
ნეტავი საპიაროდა
ხვარ "ჩაჰკარტოჩკდი" მიშაო.
მზის გულზე დიდხანს არ დასდგე,
გაგიხურდება კრიშაო.
სიმინდის მთოხნელს არ ჰგავდი,
რას მამატყუებ შინშასაო.
მანდ სადმე კაკალ მოძებნე,
შაეფაროდი ჩრდილსაო.
ხო იცი მავნებელია,
თავში ჩავარდნა მზისაო.
21:10
mixeil ganishashvili
ზემოთაც სადამ დავწერე,
ალღო თუ მაქვის მისნისა!
პირველშივ მივხვდი გეზ–ლიბოს
"ახალ ფშაველის" მიზნისა!
შემთხვევით არ მიხსენებავ
ლაფანყურლობა მის ზნისა,
"თეთრაულს" მეუბნებოდა
მიმართულება ისრისა!
კარგია მზეზე რო დადგა,
სცადა გაფანტვა ნისლისა,
გამოჩნდა გვარ–სახელითა
კაცი ჩვენივე სისხლისა.
მე კარგად ვიცნობ მაგასა:
ტაფამწვრებს ხშირად იცვლისა,
"მაზდების" ექიმბაშია,
დამბალ ხაჭუებს სციცქნისა.
უყვარს კაფიის მახვილი,
სხვათ სალექსოდაც იცლისა,
ილტოსპირელს კი რო აჰყვა,
შინშმა ჯერ ართუ იცისა!
მაუწევს სერასავითა
მიიფშვნეტავდეს წინ ცხვირსა,
ჩემთან ლექსობით ეგეცა
სანამდე სჭამდეს სირცხვილსა! ))))
P.S
ჩემ თოხს და მთოხნელობას კი,
და მავნებლობას სიცხისა,
ტყუილად ეთამაშება,
რო თაგვი ხმაურს ციცხვისა.
კაცი მშრომელი ფშავშია
ღირსად ვის უთქომ კიცხვისა!?. )))
21:10
"ბეჩავ ფშაველი" (რომელმაც ვინაობა არ გაამხილა) ––– მიხეილ ღანიშაშვილს
–აიმას შავეხვეწები,
ღორების მკოდავ სერასა.
იქნება ღანიშაშვილიც
როგორმე დაგვიყვერასა.
გავიღებთ გასამრჯელოდა,
ერთ დამბალხაჭოს კვერასა.
21:11
Mixeil Ganishashvili
კიდევ გამოჩნდა რაიმა,
ესეც ლექსებს თუ სწერავსა!
თან ბეჩაობით მაბრალებს
თავსა და ბედისწერასა!
დიდში დგა ჭაპნის წყვეტაში,,
აპეურებსა სწელავსა,
ფერშლობასა სთხოვს სერასა,
ფეშქაშში ძროხას სწველავსა!
შაუწუხებავ ჩემებსა
ყვერებს და ყვერის წვერასა,
ნეტავი ვინრარა არი,
რისასრა მისდევს რწმენასა?
რასა მკბენს, რა დაუშავე,
ჩემზე რასა სცდის ენასა.
ურჩევდი გაჩუმებასა,
ქვენა–უკანავ დენასა!
თორემა ილტოსპირელი
ჩვეულ არ არი თმენასა,
ერთ არამკითხეც ჩაჩხვეროს,
21:12
ბეჩავ ფშაველი" (რომელმაც ვინაობა არ გაამხილა) ––– მიხეილ ღანიშაშვილს
მაშინ რას იტყვის ძმობილი,
ფაქტ რო ექნება ხელასა.
მერე იკითხოს ღანიშამ,
სერა ჩეკს გამასწერავსა....
ილტოელ დაყვერილია,
შაატყობინებს ყველასა.
ვეღარ მახელავს ღანიშა,
იმ თავის საფხანელასა.
საქვეყნოდ ვეღარ აჯიბრებს,
საჭინთველაის წვერასა.
ვერ გაახარებს წაწალსა,
ქალასა კარგუნცელასა.
p.s
უგონთურ არა მომწეროს,
მეტად არ გამახელასა,
თორო ისეთას დავმართებ,
დღეს დავუყენებ ბნელასა.
21:12
დათო თეთრაულის იგივე– Axali Fshaveli Fshaveli–ს კომენტარი ლექსად– მიშა ღანიშაშვილს და "ბეჩავ ფშაველს"
ვრწმუნდები ფშავლის გენები,
დრომ რომ ვერ გადააჯიშა.
გამოჩნდა "ბეჩავ ფშაველი"
დაწყებაც კარგად აღნიშნა,
საკბილოდ შაურჩევავის–
ილტოსპირელი ღანიშა.
ჯაბან არ არის, პასუხსაც
საკადრისს გასცემს "კანიშნა"
21:13
დათო თეთრაულის იგივე– Axali Fshaveli – Bechav Fshaveliს
ბეჩაობის რა გეტყობა,
ლექსს მოგიდის წყალივითა.
მიშას შენი ნალექსები,
გულს ადგია მჭვალივითა.
ისეთ პასუხ წავიკითხე,
ჩამიქროლა ქარივითა.
ღანიშას რო დაუწერე,
ყელზე ადგა ძვალივითა,
ან რა პასუხს გაღირსებენ,
ლექსი გიდგა ფარივითა.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 8