შეზოფრენიკი სახეები ბრბოთა თარეში.
მატყუარებში მე ყველაზე მეტად სწორი ვარ.
და შენც ყველაზე მართალი ხარ მატყუარებში.
სიცოცხლე ცივად წინსწრებაა ჩემი გონების,
ხალხი ბრმა სიზმრებს მიეჩვია.. ნუ გააღვიძებ,
ეს სიმაღლეა მარტოობის და შთაგონების,
ევოლუციის დრო დადგა და ერა აღიძრეს.
არარაობას დაემგვანა ჩემი პროფილი,
იქნებ თქვენ, მადამ, ამ სახეზე გადამიაროთ,
მე გავშიშვლდები ისე როგორც პირვეყოფილი,
მსოფლიო კომპლექსს დაგავიწყებ ადამიანო.
საუკუუნებს გავაღვიძებ და საპყრობილე,
ცინიკურ ხალხთან იზეიმებს ყველა პატიმარს,
სიმართლე თურმე ისეთივე ყალბი ყოფილა,
როგორც ტყუილი, გამოუშვით ციდან სატირა,
ქანდაკებებიც იხრწნებიან ჩემო გუანინ,
ადამიანი ბავშვობასაც ტოვებს გულისიდ,
რა მოხდა მერე? ვერ ვუთხარი სიკვდილს უარი,
და სიცოცხლეო ნუ ქვითინებ შენ ღვთის გულისთვის,
საკუთარ სახლშიც რომ იცოდე შენ ხარ სტუმარი,
რადგან ასეა, მასპინძელი ქვეყანას არ ყავს,
და სიყვარულო, შენი მსგავსი რამე თუ არის,
სიცოცხლესავით მოგიფრთხილდნენ უთხარი ამ ხალხს.
მერე დრო შეჭამს, ედგარ ალანს და შანდორ ბეტებს,
მერე დრო მოჭამს, ფედერიკას, გარსიას, ჰეფესს,
რადგან არავის არ დარჩება ჭამაზე მეტი,
და დაანგრევენ, პიზას კოშკსაც, ბიგ ბენს და ეიფელს.
ისტორიებად ამოსული წიგნების ხროვა,
მე რაც აქამდე მაწუხებდა, მტკიოდა, ვერ ვთქვი,
ხალხმა იმდენი კაცის კვლა და შური აგროვა,
რომელი მარხვა, რა ტაძარი, ვის უნდა ღმერთი?!
იდგა ლურჯ ზეცის სიყვარულში მკვდარი არსება,
უნდოდა მიწა პირუტყვივით გადაეძოვა,
ხალხში იმდენად შეჭრილია თავდაფასება,
როგორც კაცის კვლა, როგორც ომი და როგორც ბრძოლა...
მისიე სიუმა, კანაპლია და პანტომიმა.
შეზოფრენიკი სახეები ბრბოთა თარეში.
მატყუარებში მე ყველაზე მეტად სწორი ვარ.
და შენც ყველაზე მართალი ხარ მატყუარებში.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев