Предыдущая публикация
– მე თუ მოვედი, შენთან ახლოს ისევ მოგენდე,
დათუ მოვტყუვდი, ისე ნუ ჩამთვლი თითქოს არაფრად,
როცა შევიგრძნობ შენს ხელის თითებს ჰყვება ეკლები,
მე გავბრუნდები, მარტოდ დაგტოვებ ღმერთის ანაბრად..
დღეს კი ასეა, ქარს გავატანე ჩემი ღიმილი,
რა ვქნა, რა გიყო? შენმა სიცივემ ბევრი მასწავლა,
მივემგზავრები ცხრა მთას იქით როგორც დაღლილი,
გაყინულიდან, ვეღარ ვგრძნობ სითბოს, სავსე მათარას..
თუკი ერთხელაც, გვერდით დაგიდექ როგორც მშველელი,
ტალახს ნუ მესვრი, ეს ცოდვები მუდამ გაგყვება,
როცა მიხვდები გზას, უიმედობით ცრემლად დაღვრილი,
ნუღარ ინანებ, რაც შენში იყო, რაც თავს გადაგხდა..
12.04.2018
/ მერაბ სალუქვაძე /
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев