ვიწყებ ახალი ისტორიის წერას არნავსა და კუშიზე.
გაფრთხილება:იქნება ბევრი ცრემლი, ვისაც არ გსიამოვნებთ ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟის სიკვდილი ნუ წაიკითხავთ. p.s არნავზე და კუშიზე არ მაქვს საუბარი.
სიუჟეტი:ჩვეულებრივ იქნება არნავისა და კუშის ისტორიაზე. კუში მხიარული და პოზიტიური გოგო, რომელიც გადაეყრება ცივ, შეუბრალებელ, გაუცინარ, ცინიზმით აღსავსე არნავს, რომელიც ტკივილმა გააბოროტა და არ სწამს სიყვარულის და წლებია არ გაუღიმია.
სახელს მერე შევურჩევ, წარმოგიდგენთ პირველ თავს.........
პაიალი:კარგი რა კუში დამიბრუნე ჩემი თმის სამაგრი!
კუში:ოოოოო დაიჭირე, მაგრამ იცოდე ასეთი უჟმურს არავინ მოგიყვანს ცოლად, თან იცინის.
პაიალი:სიცილი....ოხ დაიცა ამას ვინ მეუბნება? გიჟი, გადარეული, ჯიუტი კუშ....
კუში:კუში კუმარი გუფტა!!! ყვირის და სიცილით იკლებს ოთახს.
ხმაურზე ოთახში მამიდა შემოდის:ღმერთო ჩემო თქვენ კიდე არ ხართ მზად, ორი საათის უკან გითხარით!!
კუში:დაწყნარდი მამიდა 5 წუთში ვიქნებით მზად!
მამიდა:იმედი მაქვს, არ დაგავიწყდეთ კარგად ჩაიცვათ. ძალიან მდიდარი ოჯახის სახლში მივდივართ.
კუში:ხო მახსოვს, არადა ბავშვობაში რაშის დედას ძალიან უჭირდა, ახლა კიდე შვილს მდიდარ ბიჭზე აქორწინებს მეც მინდა.
მამიდა კუშის თავზე წამოარტყავს. მამიდააა....
მამიდა:ჩქარა გაემზადეთ რაშის ნათესავებიც იქ იქნებიან.
..........................................................
კუში:ღმერთო რამდენი ხალხია, როდის წავალ აქედან!
მამიდა:წამოდით, რაშისთან მივიდეთ.
დიდი ხნიანი ლაპარაკის სიცილის და გახსენებების შემდეგ ქორწილი დაიწყო, ნერვიულობის ფონზე პატარძალი შეუძლოდ გახდა.
მამიდა:კუში სამზარეულოში გაიქეცი და რაშის წყალი მოუტანე. კუში სამზარეულოში შევიდა. თაროდან ჭიქა გადმოიღო და აავსო, შემოტრიალდა თუ არა გოგონას დაეჯახა.
კუში:ღმერთო ჩემო! მაპატიეთ ჩემი ბრალი იყო.
უცნობი:რას ამბობთ, პირიქით, არაფერია
კუში:მომბეზრდა ეს ქორწილი სახლში მინდა
უცნობი:ჩემნაირი ყოფილხარ მეც ეგრე ვარ, უბრალოდ სიძე ჩემი ძმის უახლოესი მეგობარია და არ გამოდიოდა, ხო მართლა მე ანჯალი ვარ, სულ დამავიწყდა გაგცნობოდი.
კუში:მე კუში, ხო რაშიც ჩემი ბავშვობის მეგობარია, თუმცა მერე საზღვარგარეთ წავიდა და.....
ანჯალი:ხო წამოდი გავიდეთ.
..........................................................................
ქორწილი დასასრულს მიუახლოვდა. საჩუქრები, მილოცვები, ჩახუტებები და ბევრი სიცილი, მხიარულობა. მხოლოდ ერთი ადამიანი იყო თავისთვის და წარბშეკრული უყურებდა ამ სანახაობას, რომელიც ძალიან აღიზიანებდა და თავისთვის ფიქრობდა:სულელი ხალხი! ნეტავ გამაგებინა რა უხარიათ, როცა ხმა მოესმა:არნავ არ წავიდეთ დავიღალე?! ხო წავიდეთ ანჯალი, ოღონდ დამელოდე რაშის და რაქეშის ვნახავ, გასცა პასუხი. ის იყო კარებში გავიდა რომ მთელი ძალით ვიღაცა შეასკდა და თეთრ პერანგზე ვარდისფერი სითხე გადაესხა. სიბრაზემ თავში აასხა:რა ჯანდაბაააა! იღრიალა ბოლო ხმაზე, ისე რომ გოგონა შიშისგან შეხტა.
კუში: რა გაყვირებთ, ეს ხომ უბრალოდ წვენია, გარეცხავთ და გაშორდება!
არნავი:რას მელაპარაკები ერთი, ზედ გეტყობა როგორი განათლებული ხარ,ეს ქიმიური ნაერთი თეთრი პერანგიდან ამოვა ამას მეუბნები შენ?! აგრძელებს ბიჭი ყვირილს.
კუში:დიახ! და სულაც ნუ ამოვა მოუხდა კიდეც მაგ მახინჯ პერანგს.
არნავს სიბრაზებ დაუარა გაწითლდა და გოგონა კედელს ძლიერად მიაჯახა, ისე რომ კუშიმ დიდი შიში იგრძნო.
არნავი:იცი მაინც ეს პერანგი რა ღირს უზრდელო გოგო?!
კუში:უზრდელს ნუ მეძახით! შეუტია გოგონამ. რა ღირს მითხარით ერთი და მოგცემთ მაგ ბინძურ ფულს!
არნავი:ბინძური ფული არა?! იყვირა არნავმა, კარგი ეს პერანგი გოგოვ, 15.000 რუპია ღირს, აბა გელოდები!
კუში გაშრა. არნავი:აბა?! არ შეგიძლია არა?! გრძელი ენა გაქვს ზედმეტად. არნავმა ჯიბიდან ზუსტად 15.000 რუპია ამოიღო. ხედავ? და კუშის სახეზე აყრის. კუში საშინლად ბრაზდება, სირცხვილისგან წითლდება და თვალები უცრემლიანდება:შენ რა გგონია რახან ბევრი ფული გაქვს ყველაფერი შეგიძლია?! ერთი გათამამებული ბიჭი ხარ, რომელსაც გგონია რომ ფულით ყველაფერს შეძლებს, ხო მე არ მაქვს ბევრი ფული და არ ვარ მდიდარი, მაგრამ ეს არ გაძლევს უფლებას დამამცირო ტირანო! სწრაფად შეაყარა სიტყვები სახეში არნავს და იქაურობას ტოვებს. რა იგრძნო არნავმა? დანაშაული? არა ამას ვერ ვიტყვით, რადგან მას თავი დამნაშავედ არც კი უგრძვნია მაგრამ მაინც ფიქრობდა, ხო ფიქრობდა. ცუდად გამოუვიდა გოგონასთან, თითქოს დაამცირა, თითქოს ის რამით მეტი ყოფილიყო მასზე, არადა სულაც არ ფიქრობდა ასე, მაგრამ ამას გოგონას არასდროს ეტყოდა. ამაყი, ჯიუტი, პრინციპული და ყოველთვის ჩაკეტილი ადამიანი ამას არასდროს გააკეთებდა იქამდე სანამ მის გრძნობებს ვინმეს არ გაუზიარებდა, ვინმეს, ისეთს რომელიც მასთან მთელ დარჩენილ ცხოვრებას გაატარებდა, მიიღებდა ასეთს და მხოლოდ ამის შემდეგ გაიგებდა ის თუ როგორი იყო სინამდვილეში არნავ სინქ რაიზადა, მაგრამ პრობლემაც ეს იყო არავის სურდა ასეთი არნავის ატანა. და იცოდა რომ ის ვისთანაც მთელ ცხოვრებას გაატარებდა ისეთი სუსტი არ იქნებოდა როგორიც ეს გოგო იყო. p.s ყოველ შემთხვევაში ის ასე ფიქრობდა......ფიქრობდა მაგრამ იყო კი ასე?! ვინ იცის.
ესეც პირველი თავი. შემიფასეთ აბა. აქტიურობის მიხედვით გავაგრძელებ და ხშირადაც დავდებ ახალ თავებს. სიყვარულით თქვენი ადმინი <3
#ისტორია
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев